Goal.com UK-ის ცნობით, მანჩესტერ
იუნაიტედი და ხავიერ ერნანდესი ახალ გაუმჯობესებულ კონტრაქტზე აწარმოებენ
მოლაპარაკებას, რომელიც 2016 წლამდე იქნება. ჩიჩარიტოს ამჟამინდელი ხელფასი
კვირაში 40 ათასი ფუნტია და ახალი ხელშეკრულების თანახმად ეს თანხმა უფრო
გაიზრდება.
ბევრი მიიჩნევს, რომ იუნაიტედის ეს ქმედება ერთგვარი თავის დაცვაა
მადრიდის რეალისგან, რომელსაც დიდი ხანია სამიზნეში ჰყავს ამოღებული
ახალგაზრდა მექსიკელი.
რვა მილიონ ფუნტად ნაყიდი ლათინო-ამერიკელი სრულად ამართლებს სერ ალექს
ფერგიუსონის იმედებს. პრემიერლიგაში ჩიჩას 20 თამაშში 10 გოლი აქვს
გატანილი, ხოლო მთლიანობაში 13 და დიმიტარ ბერბატოვის შემდეგ გუნდის
საუკეთესო ბომბარდირია.
გთავაზობთ "წითელი ეშმაკების" ერთ-ერთი მესვეურის სიტყვებს, რომელიც ზემოთხსენებულ თემას ეხება: "ერნანდესთან
მართლაც ვაწარმოებთ ახალ მოლაპარაკებებს. იგი გუნდის ერთ-ერთი მთავარი
იმედია და მისი გაშვება ჩვენს გეგმებში არ შედის. მანჩესტერის მომავალი
გარკვეულწილად სწორედ ჩიჩარიტოს უკავშირდება."