დღეს თბილისის დროით 18 საათზე მილანში ადგილობრივი "მილანი” დაუპირისპირდა "უდინეზეს”. თავდაპირველად მატჩში თითქოსდა განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა, მაგრამ მატჩის 35-ე წუთზე ინლერის დარტყმული ძელს მოხვდა, დამატებაზე კი ყველას ანტონიო დი ნატალემ აჯობა 1-0. ამის შემდეგ "მილანელები” შედარებით გააქტიურდნენ და ტაიმის მიწურულს ალეშანდრე პატომ ანგარიშიც გაქვითა 1-1.
მეორე ტაიმი მასპინძლების უპირატესობით დაიწყო და 5 წუთში 2 საგოლე მომენტიც შეიქმნა. თუმცა სტუმრებმა სწრაფი კონტრიერიში განახორციელეს და 53 წუთზე თავური დარტყმით სანჩესმა ”ბიანკონერი” წინ გაიყვანა. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა "როსონერი” გააქტიურდა თუმცა… მოედნის ცენტრში კლარენს ზეედორფმა ბურთი დაკარგა, რასაც კვლავ კონტრიერიში მოყვა და ანგარიში ორამდე გაიზარდა 3-1. თითქოსდა ყველაფერი დასრულდა "მილანისთვის”, მაგრამ 79 წუთზე ტიაგო სილვას ჩაწოდებას ბენატია "გამოეხმაურა” და საკუთარ კარში ბურთი ჩაჭრა 3-2. "როსონერი”, ასე ვთქვათ თამაშის "ხასიათზე” მოვიდა, ანტონიო კასანოს პასი – პატოს დაგვირგვინება 3-3. ყველაფერი იმისკენ მიდიოდა, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო და აი მოხდა 89 წუთი ახლადშემოსული დინისი შესაძლებელია მატჩის გმირი გამხდარიყო, რადგან კვლავ დააწინაურა "უდინეზე”, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებული მეორე წუთი ზლატან იბრაჰიმოვიჩისმა გამოიყენა 4-4.