კიდევ ერთი ვერ-მოგებული მატჩის შემდეგ, დიდიე დროგბამ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ არაა სრულად გამოჯანმრთელებული და ფორმაში ჩამდგარი. ჯერ-ჯერობით, დროგბას მხოლოდ რვა გოლი აქვს გატანილი ამ სეზონში. ეს, კი მისთვის ძალიან მცირე შედეგია. გაუმჯობესება დაეტყო მის ფიზიკურ შესაძლებლობებს. დიდიემ მოახერხა ძალების აღდგენა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ვერ მოირჩინა ბოლომდე მალარია, რომლის დიაგნოზიც მას ნოემბერში დაუსვეს. "ტრამვებმა და მალარიამ დიდი ზიანი მიაყენა ჩემს შესაძლებლობებს. ჯერ არ ვარ 100%-ით გამოჯანმრთელებული, მაგრამ ყველა მატჩში ბოლომდე ვიბრძვი და მაქსიმუმის გაკეთებას ვცდილობ.” "ამ მდგომარეობაში ჩემთვის არაა ადვილი მოედანზე გასვლა და თამაში, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ქულები, ქულები, რომლებიც ჩემპიონობის გარანტია და ამისათვის ჩემი ძალაც საჭიროა. ამჟამად, მე "ჩელსის” ვჭირდები და ვცდილობ კიდეც, როგორმე დავიმსახურო გულშემატკივარის და გუნდის მხარდაჭერა.” – განაცხადა დროგბამ "The Sun”-თან საუბრისას.