მთავარი » 2011 » იანვარი » 9 » ედინ ძეკო მანჩესტერელი გახდა
19:07 ედინ ძეკო მანჩესტერელი გახდა |
ბოსნიელი ფორვარდი ედინ ძეკო ოფიციალურად გახდა "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელი. თავდამსხმელმა კლუბთან 4.5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. "ვოლფსბურგმა" ფეხბურთელის სანაცვლოდ 27 მლნ ფუნტი მიიღო. ფეხბურთელს დებიუტი სავარაუდოდ უკვე შაბათს "ვულვერჰემპტონის" წინააღმდეგ ექნება. აქამდე იწერებოდა, რომ ბოსნიელის ინგლისში გადაბარგება ვიზაზე პრობლემების გამო ფერხდებოდა, თუმცა მანჩესტერულმა კლუბმა ყველა დეტალი მოაგვარა და ედინ ძეკო "სიტის" ფეხბურთელი გახდა.
|
კატეგორია: ინგლისი |
ნანახია: 468 |
დაამატა: chicharito
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|