esec mesame nawili - 10 თებერვალში 2011 - All For Football
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » esec mesame nawili
10:34
esec mesame nawili


1999 წელს შმეიხელი წავიდა "მანჩესტერიდან". თავის ახალ კლუბთან - ლისაბონის "სპორტინგთან" ერთად, მან მოიგო პროტუგალიის ჩემპიონატი. თავისი ბოლო მატჩი შმეიხელმა ჩაატარა 2003 წლის 11 მაისს "მანჩესტერ სიტის" შემადგენლობაში "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ.

გუნდური ტიტულები:
ევროპის ჩემპიონი 1992 წელს
თასთა თასი 1995 წელს
ჩემპიონთა ლია 1999 წელს
საკონტინენტთაშორისო თასი 1999 წელს
სუპერთასი 1991 წელს
ინტერტოტოს თასი 2001 წელს
დანიის ჩემპიონი 1987, 1988, 1990, 1991 წლებში
დანიის თასის მფლობელი 1989 წელს
ინგლისის ჩემპიონი 1993, 1994, 1996, 1997, 1999 წლებში
ინგლისის თასის მფლობელი 1994, 1996, 1999 წლებში
ლიგის თასის მფლობელი 1992 წელს
ინგლისის სუპერთასის მფლობელი 1993, 1994, 1996,1997 წლებში
პორტუგალიის ჩემპიონი 2000 წელს


პირადი ტიტულები:
IFFHS-ს ვერსიით, დაიკავა 7-ე ადგილი 20-ე საუკუნის საუკეთესო გოლკიპერთა შორის
მსოფლიოს საუკეთესო მეკარე 1992,1993 წლებში (IFFHS ვერსიით)
მსოფლიოს მეორე მეკარე 1995, 1999 წლებში (IFFHS ვერსიით)
ევროპის სეზონის საუკეთესო მეკარე 1997/98 წლებში (UEFA ვერსიით)
დანიის საუკეთესო ფეხბურთელი 1990, 1993, 1999 წლებში


შმეიხელის კლუბები:
"ხვიდოვრი", დანია (1984-1987 წლებში, 94 მატჩი, 6 გოლი)
"ბრონდბიუ", დანია (1987-1991 წლებში, 119 მატჩი, 2 გოლი)
"მანჩესტერ იუნაიტედი", ინგლისი (1991-1999 წლებში, 400 მატჩი)
"სპორტინგი ლისაბონი", პორტუგალია (1999-2001 წლებში, 53 მატჩი)
"ასტონ ვილა", ინგლისი (2001 წელს, 36 მატჩი)
"მანჩესტერ სიტი", ინგლისი (2002 წელს, 25 მატჩი)
[08:16:09] N.M.M.C =X LoKo.BaaW :): როგორ დაიწყო კარიერა მსოფლიოში საუკეთესო მეკარემ? ბავშვობაში, ფეხბურთის გარდა, ის დაკავებული იყო მუსიკით, უკრავდა კლასიკურ გიტარაზე, ფორტეპიანოზე და უკრავდა როკ-ჯგუფში. როცა გავიდა დრო და პეტერი დადგა არჩევანის წინაშე - ფეხბურთი თუ მუსიკა, მან აირჩია ფეხბურთი.

ბევრი გაოცდება იმით, რომ შმეიხელმა თავისი კარიერა დაიწყო როგორც თავდამსხმელმა. თავის პირველ პროფესიულ გუნდში "ხვიდოვრში" მან გაიტანა 6 გოლი. მთელი ამ დროის განმავლობაში მას არ შეეძლო ადგილის პოვნა მოედანზე და არც ერთ მწვრთნელს არ მოუვიდა თავში აზრად, რომ ის კარში ჩაეყენებინათ. დიდი ტალანტის მქონე გოლკიპერი შეამჩნიეს "ბრონდბიუს" აგენტებმა - ყველაზე პოპულარული კლუბისა დანიაში. შმეიხელი მოხვდა გუნდის ძირითად შემადგენლობაში და მან "ბრონდბიუსთან" ერთად მოიგო ქვეყნის 3 ჩემპიონატი. 1990 წელს ის აღიარეს დანიის საუკეთესო ფეხბურთელად. უკვე ამ პერიოდში პიტერი შეამჩნიეს ევროპულმა კლუბებმა.

რათქმაუნდა, ყველა გულშემატკივარმა ის გაიცნო მას შემდეგ, რაც შმეიხელი მანჩესტერის შემადგენლობაში აღმოჩნდა. პიტერს ინგლისში წასვლა შეეძლო ჯერ კიდევ 1987 წელს, როცა მისით "ნიუკასლი" დაინტერესდა, თუმცა ხელმძღვანელობამ ის პრემიერ ლიგისათვის მოურგებელ ფეხბურთელად ჩათვალა. "წითელი ეშმაკი" შმეიხელი გახდა 1991 წელს. ის შეამჩნია გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა, როცა დანიის ნაკრები გამოდიოდა ოლიმპიურ თამაშებზე. "მანჩესტერ იუნაიტედმა" იყიდა ის "ბრონდბიუდან" იმ დროისათვის საკმაოდ დიდ თანხად - 500 ათას დოლარად.

პიტერ შმეიხელი


თავისი პირველი ოფიციალური მატჩი როგორც "წითელმა ეშმაკმა", შმეიხელმა გამართა 1991 წლის 17 აგვისტოს "ნოტს კანტრის" წინააღმდეგ. ამ მატჩში და კიდევ შემდეგ 3 მატჩში მან თავისი კარი მშრალად შეინახა. პირველივე სეზონში შმეიხელმა "მანჩესტერთან" ერთად მოიგო ევროპის სუპერთასი, ინგლისის ლიგის თასი და ის აღიარეს მსოფლიოს საუკეთესო გოლკიპერად.

შმეიხელი აღმოჩნდა დანიის ეროვნული ნაკრების რიგებში. როცა შმეიხელმა ნაკრებში პირველი მატჩი ჩაატარა, დანიამ გაანადგურა საბერძნეთის ნაკრები ანგარიშით 5:0. მისი დახმარებით დანიამ მოახდინა სენსაცია და მოიგო 1992 წლის ევროპის ჩემპიონატი. დანიის ნაკრებში შმეიხელმა ჩაატარა 129 მატჩი, აქედან 55-ში მეტოქემ მისი კარის დალაშქვრა ვერ მოახერხა.

შმეიხელის შესაძლებლობებით ყველა გაოცებული იყო. ის იღებდა ბურთებს საოცრად და ირჩევდა ყოველთვის სწორ პოზიციას. პიტერი გახდა ცნობილი იმით, რომ ის მუდამ უყვიროდა მცველებს მთელი მატჩის განმავლობაში, მაგრამ ეს ყველაფერი ხდებოდა ჩხუბის გარეშე. როდესაც იყო კონტრშეტევა, შმეიხელი სწრაფად ეუფლებოდა ბურთს და ასევე სწრაფად აწვდიდა თავდამსხმელებს. მისი წყალობით, არაერთი ბურთი გასულა კარში.

გავიხსენოთ მატჩი 1995 წლის 26 სექტემბრის მატჩი უეფას თასზე "როტორთან". გუნდი აგებდა 2-1 და როდესაც მატჩის ბოლოს იყო კუთხური, შმეიხელმა უცერემონიოდ დატოვა კარი და გაიტანა გოლი. ასე რომ გულშემატკივრებს ის ახსოვთ არა მხოლოდ მეკარედ, არამედ გუნდის გადამრჩენელად და გოლების გამტანად. "მე მინდა ვნახო ციფრი 0 ტაბლოზე მეტოქის ანგარიშში და მე მუდამ ვიბრძვი ამისათვის"-აცხადებს შმეიხელი.

"მანჩესტერის" ყველა გულშემატკივარს ახსოვს უეფას ჩემპიონთა ლიგის 1998-1999 წლის ფინალი მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ, როდესაც გამარჯვების გოლში ბეკჰემთან, შერინგემთან და სულშერთან ერთად შმეიხელმაც დიდი როლი ითამაშა.

მანჩესტერის 20 საუკეთესო გოლეადორი




№2 გოლეადორი - Denis Law
გატანილი გოლი - 237, ჩატარებული მატჩი - 404




№3 გოლეადორი - Jack Rowley
გატანილი გოლი - 212, ჩატარებული მატჩი - 424



№4 გოლეადორი - George Best
გატანილი გოლი - 179, ჩატარებული მატჩი - 470




№5 გოლეადორი - Dennis Viollet
გატანილი გოლი - 179, ჩატარებული მატჩი - 293




№6 გოლეადორი - Joe Spence
გატანილი გოლი - 168, ჩატარებული მატჩი - 510




№7 გოლეადორი - Mark Hughes
გატანილი გოლი - 164, ჩატარებული მატჩი - 466




№8 გოლეადორი - Ruud van Nistelrooy*
გატანილი გოლი - 150, ჩატარებული მატჩი - 220




№9 გოლეადორი - Stan Pearson
გატანილი გოლი - 148, ჩატარებული მატჩი - 347






№10 გოლეადორი - Ryan Giggs*
გატანილი გოლი - 147, ჩატარებული მატჩი - 794





№11 გოლეადორი - David Herd
გატანილი გოლი - 145, ჩატარებული მატჩი - 265



№12 გოლეადორი - Paul Scholes*
გატანილი გოლი - 141, ჩატარებული მატჩი - 594




№13 გოლეადორი - Tommy Taylor
გატანილი გოლი - 131, ჩატარებული მატჩი - 191




№14 გოლეადორი - Brian McClair
გატანილი გოლი - 127, ჩატარებული მატჩი - 471




№15 გოლეადორი - Ole Gunnar Solskjaer
გატანილი გოლი - 126, ჩატარებული მატჩი - 366




№16 გოლეადორი - Andy Cole
გატანილი გოლი - 121, ჩატარებული მატჩი - 275





№17 გოლეადორი - Cristiano Ronaldo*
გატანილი გოლი - 109, ჩატარებული მატჩი - 278





№18 გოლეადორი - Sandy Turnbull
გატანილი გოლი - 101, ჩატარებული მატჩი - 247



№19 გოლეადორი - George Wall
გატანილი გოლი - 100, ჩატარებული მატჩი - 319




№1 გოლეადორი - Sir Bobby Charlton
გატანილი გოლი - 249, ჩატარებული მატჩი - 758


№20 გოლეადორი - Joe Cassidy
გატანილი გოლი - 99, ჩატარებული მატჩი - 174

მანჩესტერის კაპიტნები:

არი სტეფორდი დაიბადა 1870 წელს კრაიში. "ნიუტონ ჰიტში" მოვიდა 1896 წელს. ერთადერთი კაპიტანებს შორის, რომელიც "ნიუტონ ჰიტისაც" და "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი იყო, მას შემდეგ რაც გუნდმა სახელი შეიცვალა 1902 წელს. გამოდიოდა მცველის პოზიციაზე. ლეგენდის გვამცნობს, რომ ადგილობრივმა ჯონ ჰენრი დევისმა იხნსა გუნდი ფინანსური კრახისგან, როდესაც გუნდის მძიმე მდგომარეობაზე გაიგო, რომელმაც შემთხვევით კაპიტან ჰარი სტეფორდის ძაღლი იპოვა. სტეფორდმა 200 თამაში ჩაატარა გუნდის რიგებში და ერთი გოლის გატანა შეძლო. 1903 წლის ივნისში, კარიერის დასრულების შემდეგ, ჰარი რამოდენიმე ხანი დარჩა და მუშაობდა კლუბის დირექტორად.



ჯეკ პედი დაიბადა 1876 წლის 3 მარტს, ქალაქ "გლაზგოში". 1902 წელს ის "მანჩესტერში" "ნიუკასლიდან" გადავიდა და ფორვარდის პოზიცია დაიკავა. "მანჩესტერში" ერთი სეზონის გატარების შემდეგ, ის ერთი სეზონით "პლიმუთში" გადავიდა, შემდეგ კი "იუნაიტედის" რიგებში დაბრუნდა. სულ მან 121 მატჩი ჩაატარა და 58 გოლი გაიტანა. 1907 წლის იანვარში პედი გადავიდა "ჰარტ ოფ მადლეტეინში". 1928 წლის 20 ოქტომბერს კი ის დეტროიტში (ა.შ.შ.) გარდაიცვალა


ჩარლი რობერტში დაიბადა 1883 წლის 6 აპრილს "დარლინგტონში". 1907 წელს ის "გრიმსბი თაუნიდან" 600 ფუნტად გადავიდა "მანჩესტერში". გამოდიოდა მცველის პოზიციაზე. ის გუნდს 6 წლის მანძილზე კაპიტნობდა. გუნდთან ერთად ორჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, მოიგო თასი და 2-ჯერ ქვეყნის სუპერთასი. მანჩესტერის რიგებში 299 მატჩი ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა. 1913 წლის აგვისტოში ის გადავიდა "ოლდემ ატლეტიკში" 1500 ფუნტად. დაიღუპა 1939 წლის 7 აგვისტოს.


ჯორჯ სტეისი დაიბადა 1887 წლის აპრილში, ქალაქ "როტერჰემში". "მანჩესტერს" იგი შეუერთდა 1907 წელს, "ბარნსლიდან" 200 ფუნტად გადმოვიდა. გუნდთან ერთად 2-ჯერ შეძლო ინგლისის ჩემპიონობის მოპოვება, ერთხელ თასი მოიგო და 2-ჯერ ქვეყნის სუპერთასი მოიგო. "მანჩესტერის" რიგებში 267 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა. პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში, ინგლისის ჩემპიონატი ფაქტიურად შეჩერებული იყო, ამიტომ სტეისისთვის 1914-1915 წლის სეზონი ბოლო აღმოჩნდა. 1919 წლის მაისში კი მან საფეხბურთო კარიერა დაასრულა


ჯორჯ ჰანტერი დაიბადა 1885 წელს, ქალაქ "პეშავარეში". თავიდან კარიერა "ასტონ ვილაში" დაიწყო, შემდეგ "ოლდემში", ამის შემდეგ კი "ჩელსიში" გადავიდა. 1914 წლის მარტში კი ის "მანჩესტერს" მიყიდეს. ჰანტერი დარჩა 1915 წლამდე, სანამ მისი კონტრაქტი პირველი მსოფლიო ომის გამო არ იქნა გადატანილი. 1919 წელს კლუბი პირველ ლიგაში დაბრუნდა. 1934 წლის თებერვალში ჰანტერი გარდაიცვალა


ფრენკ ბარსონი დაიბადა 1891 წლის 10 აპრილს "შეფილდში". 1922 წლის აგვისტოში "ასტონ ვილიდან" "მანჩესტერში" გადმოვიდა. გუნდში მცველის პოზიციაზე გამოდიოდა. ჩატარებული 152 მატჩიდან 4 გოლი გაიტანა. 1928 წლის მაისში გადავიდა "უოტფორდში". 1968 წლის 13 სექტემბერს დაიღუპა


ჯეკ უილსონი დაიბადა 1898 წლის 8 მარტს ქალაქ "დარჰემში". 1926 წლის სექტემბერში "სტოკპორტ ქაუნთიდან" გადმოვიდა "მანჩესტერ იუნაიტედში". გუნდში გამოდიოდა მცველის პოზიციაზე. ჩატარებული 140 მატჩიდან, 3 ჯერ აიღო მეტოქის კარი. 1932 წლის ივნისში ის გადავიდა "ბრისტოლ სიტიში"


ჰიუ მაკლენაჰანი დაიბადა 1909 წლის 23 მარტს ქალაქ "მანჩესტერში". 1927 წლის მაისში ის "სტოკპორტ ქაუნთიდან" გადმოვიდა "მანჩესტერში". გუნდში ნახევარმცველის პოზიციაზე გამოდიოდა. გუნდში 116 მატჩი ჩაატარა და 12 გოლის გატანა შეძლო. 1936 წელს ის გადავიდა "ნოთს ქაუნთში". 1988 წლის მაისში კი ის გარდაიცვალა


ჯიმი ბრაუნი დაიბადა 1907 წელს ქალაქ "მოზერველში". 1935 წელს "იუნაიტედმა" "ბარნლისგან" 1000 ფუნტად შეიძინა. გუნდში გამოდიოდა მცველის პოზიციაზე, ჩატარებული 110 თამაშიდან მხოლოდ 1 გოლის გატანა შეძლო. 1939 წლის თებერვალში "ბრედფორდში" გადავიდა, სადაც მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე თამაშOბდა


ჯონი იუნაიტედში 1937 წლიდან 1953 წლამდე გამოდიოდა, ის ცენტრალური მცველის პოზიციას ასრულებდა და იყო ერთერთი უკეთესი მცველი თავის თანატოლებში. ის გახდა პირველი "არა ბრიტანელი" რომელმაც "მანჩესტერს" უკაპიტნა. მისი კარიერა შეჩერებული იქნა მეორე მსოფლიო ომის გამო, რის შემდეგაც ის კვლავ დაბრუნდა მოედანზე. კლუბში 344 მატჩი ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა. მან გუნდთან ერთად ინგლისის თასი და ჩემპიონატი მოიგო. 1953 წელს, როდესაც მან კარიერა დაასრულა, მიწვეული იქნა კლუბში მწვრთნელის თანამდებობაზე. მაგრამ მან უარი განაცხადა და ამის მაგივრად ის "ბლექბერნის" მწვრთნელი გახდა. ავარჯიშებდა ასევე "ევერტონს", "ლეიტონ ორიენტს", "ნოტინგემ ფორესტს" და შემდეგ ისევ დაბრუნდა "ბლექბერნში". 1955 წლის 22 თებერვალს, 75 წლის ასაკში ის გარდაიცვალა


გამოდიოდა იუნაიტედში 1946 წლიდან 1955 წლამდე მცველის პოზიციაზე. კლუბისთვის 432 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. გუნდთან ერთად გახდა ინგლისის თასის და ქვეყნის ჩემპიონატის გამარჯვებული. "იუნაიტედი" მან 1955 წლის მარტში დატოვა და გადავიდა "გრინსბი თაუნში" სადაც კარიერა 38 წლის ასაკში დაასრულა.


"იუნაიტედში" გამოდიოდა 1951 წლიდან 1958 წლამდე მარცხენა მცველის პოზიციაზე. კაპიტანი იყო ლეგენდარული "ბასბის ბიჭების" გუნდისა. კლუბში 277 მატჩი ჩაატარა და 19 გოლი გაიტანა. ის ყოველთვის დარჩება "წითელი ეშმაკუნების" ისტორიაში. იგი დაიღუპა 1958 წლის 6 თებერვალს "მიუნჰენის" ტრაგედიაში, თავის 29 წლის შესრულებამდე 2 დღე დააკლდა.



"იუნაიტედში" გამოდიოდა 1952 წლიდან 1970 წლამდე ცენტრალური მცველის პოზიციაზე. 679 მატჩში მან 9 გოლი გაიტანა. გადაურჩა "მიუნჰენის" კატასტროფას და გახდა კაპიტანი ყველაზე რთულ დროს. კარიერის დასრულების შემდეგ ის გახდა "იუნაიტედის" ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი. შემდეგ მუშაობდა მწვრთნელად "ამერიკაში", "ნორვეგიაში", "იაპონიაში". ინგლისში 1992 წელს დაბრუნდა. 2000 წლიდან ის მუშაობს იუნაიტედის აკადემიაში, პერიოდულად კი იაპონელ ტურისტებს უწყობს "ოლდ ტრაფორდზე" ექსკურსიას.


"იუნაიტედში" გამოდიოდა 1953 წლიდან 1973 წლამდე ნახევარმცველის პოზიციაზე. დააგროვა ყველაზე მეტი კლუბში ჩატარებული მატჩი - 759 და გაიტანა ყველაზე მეტი გოლი - 247. კლუბის ერთერთი ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი, ქვეყნისთვის და მსოფლიოსთვის. მსოფლიო ჩემპიონი -1966. ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი - 1966 წელს. კლუბის რიგებში მან მოიგო ინგლისი ჩემპიონატი, თასის მფლობელი და ევროპის თასის მფლობელი. 1984 წლიდან კი "მანჩესტერ იუნაიტედის" დირექტორია


"იუნაიტედში" გამოდიოდა 1972 წლიდან 1983 წლამდე მცველის პოზიციაზე. კლუბში 11 წელი გაატარა, აქედან 6 წელი კი კაპიტანი იყო. კლუბში ჩატარებული 455 თამაშიდან 4 გოლი გაიტანა. კლუბთან ერთად მოიპოვა ქვეყნის 1 დივიზიონი თასი და ინგლისის თასის მფლობელი. 1983 წლის აგვისტოში "ოლდემ ატლეტიკში" გადავიდა. 1985 წლის საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ცოტა ხანი "ბარნლის" წვრთნიდა.



"იუნაიტედში" გამოდიოდა 1971 წლიდან 1982 წლამდე თავდამსხმელის პოზიციაზე. გახდა ბოლო ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც მეტ ბასბის დროს მოაწერა ხელი და ის ითვლება უკანასკნელი "ბასბის ბიჭებისა". კლუბში 418 მატჩი ჩაატარა და 71 გოლი გაიტანა. გუნდთან ერთად გახდა მეორე დივიზიონის გამარჯვებული და ინგლისის თასის მფლობელი. 1982 წლის თებერვალში "სტოკ სიტის" მიყიდეს, საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ წვრთნიდა "ნორვიჩ ვიქტორიას", "მაკლესფილდ თაუნს", სამხრეთ ირლანდიის ნაკრებს, "სტოკპორტ ქაუნთს". 2006 წლიდან კონფერენციის გუნდ "მორკემბლის" მწვრთნელი გახდა


"იუნაიტედში 1982 წლიდან 1994 წლამდე გამოდიოდა, საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე. მანჩესტერის ისტორიაში, ყველაზე დიდი ხანი იყო ის გუნდის კაპიტანი. "რობო" ერთადერთი კაპიტანია ინგლისურ ფეხბურთში, რომელმაც კლუბი სამჯერ გაიყვანა ინგლისის თასის ფინალში (1983, 1985, 1990). ამ სამ ფინალში სამი გოლი გაიტანა, 1983 წელს და 1990 წელს. კლუბში 434 მატჩი ჩაატარა, მეტოქის კარი კი 97-ჯერ აიღო. გუნდთან ერთად მან მოიგო 2-ჯერ ინგლისის ჩემპიონობა, 3-ჯერ ინგლისის თასი, თასების თასის და სუპერთასის გამარჯვებული. მუშაობდა მწვრთნელის სახით "მიდლსბროში", "ბრედფორდში", "ვესტ ბრომვიჩში", 2007 წლიდან კი "შეფილდ იუნაიტედს" წვრთნის.


"იუნაიტედში 1987 წლიდან 1996 წლამდე გამოდიოდა, ცენტრალური მცველის პოზიციაზე. 1991 წლიდან კაპიტნის სამკლაურს ბრაიან რობსონთან ერთად იყოფდა. დაცვაში კი მან და გარი პალისტერმა იმ დროისთვის კლუბის ისტორიაში ყველაზე გაუვალი დაცვა გახადა. კლუბში 407 მატჩი ჩაატარა, 51 გოლი გაიტანა (რეკორდსმენი მცველების გატანილ გოლებს შორის მანჩესტერში). გუნდთან ერთად მოიგო 3-ჯერ ინგლისის ჩემპიონობა, 3-ჯერ ინგლისის თასი, ლიგის თასი მფლობელი, თასების თასი და ევროპის სუპერთასი. "ემიუდან" წასვლის შემდეგ მან კარიერა "ბირმინგემში" გააგრძლეა. კარიერის დასრულების შემდეგ კი წვრთნიდა "შეფილდ იუნაიტედს", "ჰადერსფილდ თაუნს", "კრისტან პალასს", "ბირმინგემს". 2007 წლიდან კი "უიგანის" მწვრთნელია


"იუნაიტედის" რიგებში 1992 წლიდან გამოდიოდა თავდამსხმელის პოზიციაზე. კლუბში 181 მატჩი ჩაატარა და 80 გოლი გაიტანა. გახდა ერთერთი უსაყვარლესი ადამიანი "ოლდ ტრაფორდზე" მოასაპარეზეთა შორის გულშემატკივრებს შორის. კლუბში 5 წლის თამაშის შემდეგ გახდა 4 გზის ქვეყნის ჩეპიონი და 2 გზის ქვეყნის თასის მფლობელი. მისი აყვავებაში მყოფი ფეხვურთის მიუხედავად მან ფეხბურთი 1997 წელს დატოვა. ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ პლიაჟის ფეხბურთს თამაშობდა, უყვარს ფერწერა. ხშირად იღებენ ფილმებში.


"იუნაიტედის" რიგებში 1993 წლიდან გამოდიოდა ნახევარმცველის პოზიციაზე. კანტონას წასვლის შემდეგ მას გადაბარდა კაპიტნის სამკლაური. მისი გავლენა გუნდზე ძნელად შესაფასებელია, რაც ნამდვილად ლიდერის თვისებებში უნდა იყოს. მან კლუბში 12.5 წელიწადი დაყო და 18 თასი მოიგო, ამით კი ყველაზე ტიტულოვანი კაპიტანი გახდა. 2005 წლის ნოემბერში გუნდის თანხმობით გაწყვიტა მოქმედი კონტრაქტი და დატოვა გუნდი, ის შოტლანდიურ "სელტიკში" თამაშობდა ამის შემდეგ. 2006 წლის ივნისში კარიერა დაასრულა. 2006 წლის სექტემბრიდან "სანდერლენდის" მწვრთნელია



გარი ნევილი 1992 წლიდან გუნდის ძირითადში გამოდის მცველის პოზიციაზე. გარი გუნდის აღზრდილია. 2005 წლის როი კინის წასვლის შემდეგ ის კაპიტანი გახდა. ნევილი "იუნაიტედში" გატარებული წლების მანძილზე უამრავი ტიტული მოიგო და კიდევ აგრძელებს მოგებებს.

კატეგორია: ინგლისი | ნანახია: 450 | დაამატა: chicharito | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სექციის კატეგორიები
ესპანეთი
იტალია
გერმანია
ინგლისი
ერთგულები
ევრო თასები
საქართველო
სხვადასხვა
ჩვენი საიტი
საფეხბურთო იუმორი
მულტიმედია
საფეხბურთო პროგნოზები
ინტერვიუები
ისტორიები
ფოტოალბომები
ჩვენი გამოკითხვა
ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?
სულ პასუხები: 32
ძებნა
შესვლის ფორმა
ჩანაწერების არქივი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 10
სტუმარი: 10
მომხმარებელი: 0
მთვლელები
web site analyser
რეკლამა
Block content
რეკლამა
Block content
რეკლამა