ლონდონის “ჩელსის” მარცხენა მცველმა, ეშლი კოულმა, თითქოსდა უწყინარი ხუმრობით, საქმე საშაროდ გაიხადა. 30 წლის ფეხბურთელმა, კლუბის საწვრთნელ ბაზაზე 22 კალიბრიანი პნევმატური იარაღით მისვლა გადაწყვიტა და ყოვლად გაუმართლებელი ქმედებით, 21 წლის სტუდენტი სერიოზულად დააზიანა. თვითმხილველების განცხადებით, 2 დღის წინათ, კოული საწვრთნელ ბაზაზე ოპტიკურ სამიზნიანი პნევმატური იარაღით გამოცხადდა და სტაჟიორ სტუდენტს, 5 მეტრიდან ესროლა. ეს ამბავი გუშინ ღამით გახმაურდა. როგორც ცნობილია, დაზარალებული ჯერაც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა. ეშლი კოული თავს იმით იმართლებს, რომ მან არ იცოდა იარაღი დატენილი თუ იყო. “ჩელსის” ფეხბურთელმა ბოდიში უკვე მოიხადა, მაგრამ დიდი ალბათობით, მას სასჯელი მაინც არ ასცდება. ადგილობრივი კანონმდებლობის თანახმად, კოულს მინიმუმ ფულადი ჯარიმა და მაქსიმუმ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ცნობისთვის გეტყვით, რომ პნევმატური იარაღი, რომლითაც კოული ბაზაზე გამოცხადდა, ყველაზე მძლავრია მათ შორის, რომლის სპეციალური ნებართვის გარეშე ინგლისის ტერიტორიაზე ტარებაც შეიძლება. იგი მეთოფეებს ვერ ივიწყებს და ეს იყო მიზეზი იმის რომ დაჭრა :D