მადრიდის "რეალი" დაინტერესებული, "ლივერპულის" კაპიტნის სტივენ ჯერარდის ტრანსფერით. ესპანელები მზად არიან 30 წლის ნახევარმცველი სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაიხადონ . . .
The Mirror - ის ცნობით ესპანელებს სჯერათ, რომ ინგლისელი დათანხმდება "ბლანკოსის" შეთავაზებას, რამეთუ "მერსისაიდული" გუნდი წელს უჩვეულოდ სუსტად გამოიყურება და სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში იმყოფება . . .
ახლოვდება "ოქროს ბურთის" დაჯილდოება, სულ ორიოდე დღეში გახდება ცნობილი თუ ვინ იყო გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი "ფიფას" ვერსიით". ერთ–ერთმა გავლენიანმა ტელეკომპანიამ "TVE" – მ მას ინტერვიუ ჩამოართვა, არგენტინელმა ისაუბრა ინიესტაზე ჩავიზე და ასევე პეპ გვარდიოლაზე. "გვარდიოლა – პირადად ჩემთვის საუკეთესო მწვრთნელი და საუკეთესო ადამიანია. იგი ჩვენთვის სულის ჩამდგმელია. მან ძალიან ბევრი მიაღწია არცთუ ისე დიდი ხნის მოღვაწეობის შემდეგ მწვრთნელობის რანგში. მან თავისი და "ბარსელონას" საქმე 5 იანზე იცის. მართალია ფეხბურთს არა ის არამედ ჩვენ ვთამაშობთ, მაგრამ წარმატების მთავარი საწინდარი სწორედ პეპია. იგი ყველაფერს ისე აკეთებს როგორც ეს საქმეს ჭირდება".
ეპანური პრესა, კერძოდ "ელ მუნდო დეპორტივო" ავრცელებს ახალ და ძალზედ ინტრიგნულ ჭორს, რომლის მიხედვითაც ლონდონის "არსენალისა" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, სესკ ფაბრეგასი 2011 წლის ზაფხულში ძველ გუნდს დაუბრუნდება და ისევ კატალონიის "ბარსელონას" ფორმას მოირგებს.