ამ სეზონში ნამდვილად გამოირჩევა პეპე-კარვალიუს წყვილი. ისინი შესანიშნავ თამაშებს ატარებენ. რიკარდუს 3 გოლი აქვს გატანილი "ლა ლიგაში" ("ოსასუნას", "ატლეტიკოს" და "ლევანტეს" წინააღმდეგ) და ამით "პრიმერას" ყველაზე შედეგიანი მცველია. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბენზემას და კარვალიუს გოლების ერთნაირი რაოდენობა აქვთ.
კატალონიის "ბარსელონას" ჰოლანდიელი ახალწვეული, რომელიც "ბლაუგრანაში" წლევანდელი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ჩამოვიდა, უკვე რამდენიმე კლუბის ინტერესის სფეროში მოხვდა. აქედან ერთ ერთი პრემიერ ლიგის გუნდი "ლივერპულია".
"ვალენსიას" მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ "შალკესთან" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩის წინ თავისი გუნდის ხვალინდელ მატჩზე კონცენტრაცია აღნიშნა. ემერიმ ასევე ესპანური გუნდის შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსებიც შეაფასა.
"რეალის" ნახევარმცველმა კრიშტიანუ რონალდომ აღიარა, რომ გუნდში ენითგამოუთქმელი ატმოსფერო სუფევს. პორტუგალიელმა დასძინა, რომ საქმის ორგანიზაცია, მოთამაშეები, გულშემატკივრები, ყველა და ყველაფერი უმაღლეს სტანდარტებს შეესაბამება.