ფრანგულ გაზეთ ”L’Equipe”-სთან ინტერვიუში ”ვალენსიას” პრეზიდენტმა მანუელ ლორენტემ დაადასტურა, რომ კლუბის ხელმძღვანელობა დაინტერესებულია ფრანგული კლუბის, ”ლორიანის” თავდამსხმელ კევინ გამეიროთი.
"ბარსა" ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში საჩივრით შედის... ლეო მესის გამო. ახლა რაშია საქმე: "რასინგთან" მატჩში ლეო მესიმ გოლი მეტად ემოციურად გამოხატა და ის დედას უძღვნა (რომელსაც დაბადების დღე ჰქონდა). არგენტინელმა კი ყვითელი ბარათი და სადისციპლინო კომიტეტისგან 2-ათას ევროიანი ჯარიმა მიიღო.
ლა ლიგაში მეორე "კლასიკო" 16 ან 17 აპრილს უწევს, ეს თამაში "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება (პირველი, მოგეხსენებათ, "კამპ ნოუზე" "რეალის" განადგურებით დასრულდა), სათასო ფინალი კი 20 აპრილს არის ნავარაუდევი. და რა გამოდის? 3-4 დღეში ორი "კლასიკო"? რატომაც არა! მაგრამ, მაინც არა გვგონია, რომ ესპანური ფეხბურთის მამებმა კალენდარი ასე დატოვონ.
კრიშტიანო რონალდოს დისგან ცნობილი გახდა, რომ პორტუგალიელი ვარსკვლავის პატარა ვაჟის დედა, რომლის ვინაობასაც აქადეც საიდუმლოდ ინახავდნენ და არც ახლა გათქვეს, გარდაცვლილია. 33 წლის კატია ავეირო არც იმას ამბობს როდის და რისგან გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი.