ჟოზე მოურინიო ძალიან გახარებული იყო იმით, რომ მან მოიგო საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო, მაგრამ აღნიშნა, რომ იკერი ან კრიშტიანო იმსახურებდნენ ოქროს ბურთის მოგებას...
კრიშტიანო რონალდო კმაყოფილია იმით, რომ ჟოზე მოურინიო საუკეთესო მწვრთნელი გახდა, მაგრამ ის თვლის, რომ საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში, იკერ კასილასი აუცილებლად უნდა ყოფილიყო...
- ”ბედნიერი ვარ, თუმცა არ ველოდი, იქედან გამომდინარე, რომ ყველანი ჩავიზე და ინიესტაზე საუბრობდნენ. ისინიც იმსახურებდნენ ამ ჯილდოს იმ შესანიშნავი სეზონის გამო, რომელიც მათ ჩაატარეს. მათ მოიგეს მსოფლიოს ჩემპიონატი, რასაც ”ოქროს ბურთის” მფლობელის ვინაობის დადგენაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ ამიტომ მეგონა, რომ რომელიმე მათგანი მიიღებდა ამ ჯილდოს. ეს შესანიშნავი სურპრიზია.”
მადრიდის რეალის პორტუგალიელმა სპეციალისტმა მიიღო 2010 წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო. შეგახსენებთ, რომ 2010 წელს ჟოზემ ინტერთან ერთად მოიგო სერია ა, ჩემპიონთა ლიგა და იტალიის თასი.