15/16 დეკემბერს "პრემიერ ლიგის" თამაშები კვლავ განახლდება სადაც არაერთი საინტერესო მატჩი ელის ფეხბურთის მოყვარულებს უშუალოდ კი "მანჩესტერ იუნაიტედის" და "ტოტენჰემის" გულშემატკივრებს, რადგანაც ეს 2 გუნდი კვირას გასამართ შეხვედრაში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან სადაც ბევრი რამ შეიძლება გადაწყდეს, ერთ_ერთი კი ის არის, რომ შეიძლება "მანჩესტერმა" წაუგებელი სერია სწორედ ამ მატჩი დაასრულოს რისი ძალაც "ტოტენჰემის" ფეხბურთელების დამერწმუნებით და ნამდვილად შესწევთ. "ტოტენჰემი"
ვერ ვიტყვით, რომ ამ გუნდმა სეზონი წარმატებით დაიწყო და ციდან ვარსკვლავებს ხსნის, მაგრამ შეიძლება ბევრი შემეწინააღმდეგოს ამაში რადგანაც "ტოტენჰემი" თავის მოვალეობას ჯერ პირნათლად ასრულებს რადგანაც ის "ჩემპიონატა ლიგის" ზონაშია და მათი დავალებაც სწორედ ეს არაა? მარა აქ აზრი ორად იყოფა. ფეხბურთის მოყვარულების ერთი მხარე თვლის, რომ ტოტენჰემის მე_4 ადგილი გამართლებულია რადგანაც მათ არცერთ გრანდთან გარდა "მანჩესტერისა" თამაში არ წაუგიათ და "პრემიერ ლიგაში" ერთ_ერთ საუკეთესო გუნდათ ჩამოყალიბდა ბოლო რამოდენიმე წელია. ხოლო მეორე ნახევარი ფიქრობს, რომ "ტოტენჰემი" ამ სეზონში ძალიან ბევრ ქულას კარგავ და ეს ყველაფერი შეიძლება გამართლებულად ჩავთვალოდ თუ "ტოტენჰემის" და სიტის" ადგილებს შევხედავთ. აქ ცალკე განხილვის თემაა, "ჩელსის" მე_5 ადგიზლე ყოფნა რაც ამაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს. საბოლოო ჯამში დღეს ეს გუნდი კარგად გამოიყურება და საშვალოზე ძლიერ გუნდათ ჩამოყალიბდა და მისი დამარცხება "პრემიერ ლიგის" ყველა გუნდს გაუჭირდება.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
გუნდი, რომელიც კვლავ დაუმარცხებელია და ყოველი ტურის შემდეგ ისმის ერთი კითხვა. გაიმეორებს თუ არა "მანჩესტერ იუნაიტედი" არსენალის რეკორდს, რომელმაც სეზონი წაუგებლად ჩაატარა. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან რთულია რადგანაც "მანჩესტერს" ურთულესი მატჩები აქვს ჩასატარებელი როგორიცაა: "ჩელსისთან" გასვლა, "ლივერპულთან" გასვლა, "არსენალთან" გასვლა და "ტოტენჰემთან" გასვლა, რომელიც კვირას საღამოს გაიმართება. ალბად ხვდებით, რომ ჯერ ყველაფერი წინაა და თუ "მანჩესტერს" მართლა სურს ამ რეკორდის დამხობა შემდეგ ტურში ყველაფერი უნდა იღონოს, რომ, "ტოტენჰემი" დაამარცხოს და კვალ განაგრძოს ბრძოლა ამ რეკორდისკენ. წელს ამ გუნდმა არაერთი ლამაზი თამაში ანახა გულშემატკივრებს, თუმცა უფრო ბევრი ცუდი თამაში ჩაატარა მაგრამ მიუხედავათ ამდენი ცუდი ჩატარებული მატჩისა "მანჩესტერი" პირველ საფეხურზე დგას "პრემიერ ლიგის" გათამაშებაში და საკმაოდ კარგი ფორაც აქვს მეორე ადგილოსან თანაქალაქელ "სიტისთან." საბოლოო ჯამში "მანჩესტერი" ამ სეზონში კარგად გამოიყურება და გრანდებსაც ერთი მეორეზე ამარცხებს და ამ სიას უკვე მეორეთ რამოდენიმე დღის უკან "ლივერპული" მეორეთ შეუერთდა. კვლავ განაგრძობს თუ არა "მანჩესტერი წაუგებელ სერიას და "ტოტენჰემის" ესე მარტივად დამარცხებას ამას ყველაფერს 16 დეკემბერს გავარკვევთ!