"რეალის" ნახევარმცველმა კრიშტიანუ რონალდომ აღიარა, რომ გუნდში ენითგამოუთქმელი ატმოსფერო სუფევს. პორტუგალიელმა დასძინა, რომ საქმის ორგანიზაცია, მოთამაშეები, გულშემატკივრები, ყველა და ყველაფერი უმაღლეს სტანდარტებს შეესაბამება. "ადრე ისეთ კლუბში, როგორიც "რეალია" არ მითამაშია. აქ ყველაფერი უმაღლეს დონეზეა. აქ მოხვედრისას მაშინვე გრძნობ, რომ ისტორიის ნაწილი ხდები. რაც შეეხება კრიტიკას ჩემი მისამართით, მას უკვე შევეჩვიე და განსაკუთრებულ ყურადღებას არ ვაქცევ. ჩემი საქმე "რეალისთვის" სარგებლობის მოტანაა. ყოველთვის ვცდილობ მოედანზე მაქსიმუმი ვაჩვენო, ვცდილობ საუკეთესო ვიყო. შეხედეთ ჩემს ფეხებს, მთლიანად დალილავებულია, მაგრამ არ ვწუხვარ. უხეშობას უხეშობით არასდროს ვპასუხობ. ჩემი პასუხი გოლებია. დაღლილი არ ვარ, მზად ვარ მოედანზე ყოველდღე გამოვიდე. მალე გადამწყვეტი მატჩების დრო მოვა. მოუთმენლად ველი ესპანეთის თასის ფინალში "ბარსელონასთან" დაპირისპირებას. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ მოვიგებთ და გოლს გავიტან", - თქვა რონალდომ.