გიგზი "მანჩესტერის" ისტორიაში უდიდეს ფეხბურთელად დაასახელეს - 1 თებერვალში 2011 - All For Football
მთავარი » 2011»თებერვალი»1 » გიგზი "მანჩესტერის" ისტორიაში უდიდეს ფეხბურთელად დაასახელეს
21:59
გიგზი "მანჩესტერის" ისტორიაში უდიდეს ფეხბურთელად დაასახელეს
"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი რაიან
გიგზი კლუბის ისტორიაში უდიდეს ფეხბურთელად დაასახელეს. გიგზი კლუბის
გულშემატკივრებმა გამოკითხვის შედეგად აირჩიეს, რომელიც თვენახევარზე
მეტხანს გრძელდებოდა. გამოკითხვის შედეგად გიგზმა პირველი ადგილი დაიკავა.
მან ერიკ კანტონას და ჯორჯ ბესტს გაუსწრო.
"მანჩესტერ იუნაიტედის"
კაპიტანმა აღიარა, რომ ძალიან გაუკვირდა, როდესაც გამოკითხვაში
გამარჯვების შესახებ გაიგო. "სიმართლე გითხრათ, ამის დაჯერება გამიჭირდა,
განსაკუთრებით მოთამაშეთა სიის გათვალისწინებით", - განაცხადა უელსელმა
ნახევარმცველმა.
უდიდესი ფეხბურთელის გამოსავლენი გამოკითხვა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურმა ჟურნალმა Inside United-მა ჩაატარა.
გულშემატკივრები ხმას "იუნაიტედის" ოფიციალურ საიტზე და ''ფეისბუკზე''
კლუბის გვერდზე აძლევდნენ. გამოკითხვა იანვრის შუა რიცხვებში დასრულდა,
მისი შედეგები კი 31 იანვარს გახდა ცნობილი.
37 წლის გიგზი მთელი
კარიერის მანძილზე "მანჩესტერ იუნაიტედში" გამოდის. ის ინგლისის 11-გზის
ჩემპიონი, ინგლისის თასის, ლიგის თასის და ქვეყნის სუპერთასის არაერთგზის
გამარჯვებულია. 1999 და 2008 წელს გიგზმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
ჩატარებული
მატჩების რაოდენობის მიხედვით უელსელი "მანჩესტერ იუნაიტედის"
რეკორდსმენია. ყველა ტურნირზე მან 859 თამაში ჩაატარა და 158 გოლი
გაიტანა. 21 იანვარს ფეხბურთელმა "მანჩესტერთან" კონტრაქტი 2011/12 წლების
სეზონის ბოლომდე გააგრძელა.