ძველი აღთქმის თანახმად, ყველა მშობლებს პირველი ვაჟი ღმერთისთვის უნდა მიეძღვნა, ტაძრისთვის შესაწირავი უნდა შეეწირა - ორი გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი. როდესაც იესო ორმოცი დღის გახდა მარიამ ღვთისმშობელმა და იოსებმა იგი იერუსალიმის ტაძარში, უფლის წინაშე წარსადგენად წაიყვანეს. იერისულამში ცხოვრობდა ღრმად განსწავლული „კაცი მართალი და მოშიში უფლისა" სვიმეონი. ერთ დღეს სვიმეონს ანგელოზმა აუწყა, რომ იგი მანამდე არ მოკვდებოდა, სანამ არ იხილავდა სასწაულებრივად განკაცებულ ღმერთს.იმ დღიდან სვიმეონის ცხოვრება ღმერთკაცის მოლოდინად იქცა. მან ძალიან დიდხანს იცოცხლა და ბოლოს აუხდა ოცნება... იხილა იესო...იერუსალიმის ტაძართან, სადაც უამრავი ხალხი ირეოდა, სადაც უამრავ დედას ღვთის წინაშე წარსადგენად საკუთარი პირმშო მიეყვანა, მოხუცმა წინასწარმეტყველმა სვიმეონმა ერთ-ერთ ყრმაში უფალი ამოიცნო და შეეგება მას. სვიმეონმა ხელში აიყვანა ჩვილი იესო და მეუფედ აღიარა...მან ცხოვრების მთავარ მიზანს მიაღწია - შეხვდა ღმერთს, მეტიც, ღირსი გახდა ხელში აეყვანა ის, ვის წინაშეც ძრწიან „ძალნი ცათანი," ანგელოზები. მირქმა მიგებებას, ხელში აყვანას ნიშნავს.15 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ მირქმას! სვიმეონის რწმენა არ მოგვაკლოს უფალმა და ყველა კეთილი იმედი უთუოდ გამართლდება, ყველა ლამაზი ოცნება შეისხამს ფრთას!