როგორც იცით, "სერია-ას" პირველი წრე დამთავრდა, იტალიის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებში, ტურნირის უდავო ლიდერი გახდა "მილანის" შვედი თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი. მან "როსონერის" შემადგენლობაში ჩაატარა არაერთი ჩინებული მატჩი და გახდა გუნდის ერთპიროვნული ლიდერი, ამას გარდა ზლატანი მთელს იტალიაში განუმეორებელია, რადგან მან მოახერხა 10 გოლის გატანა და 7 საგოლე გადაცემის გაკეთება, რაც იტალიაში არც ერთ ფეხბურთელს არ გაუკეთებია. ზლატანის ნებისმიერი გოლი არის შეუდარებელი, გალიანიმ იბრას "ბარსელონადან" იტალიაში დაბრუნებით, ლატარეა მოიგო. რაც შეეხება "ნაპოლის" ურუგუაელ თავდამსხმელს ედისონ კავანის, ის გახდა ჩემპიონატის სიურპრიზი და აღმოჩენა, მან მოახერხა და პირველ წრეში გაიტანა 13 გოლი. ურუგუაელი ფეხბურთელი არის "ნაპოლის" ლიდერი, ჰამშიკთან და ლავეცისთან ერთად. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კავანიმ ტურინის "იუვენტუსს" გაუტანა 3 გოლი, რომლის შემდეგაც მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის არის მაღალი კლასის თავდამსხმელი.