"მანჩესტერ სიტის” მცველმა გამოთქვა თავისი აზრი მის ახალ თანაგუნდელზე, რომლის ტრანსფერიც ჯერ ოფიციალურად არ არის გაფორმებული.
"ედინ ჯეკოს შეტევაში ყველაფერი ძალუძს, ის დახვეწილი ფორვარდია, – ამბობს ჟერომ ბოატენგი. – იგი როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ფეხით ბრწყინვალედ თამაშობს, ძალზედ ძლიერი თავდამსხმელია.
ინგლისის "მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა კომენტარი გაუკეთა დევიდ ბექჰემის შესაძლო გადაბარგებას "ტოტენჰემში”. "დევიდის იჯარასთან დაკავშირებით, ერთი პრობლემაა - ბექჰემს ამერიკაში დაბრუნება მარტში მოუწევს. ეს ძალიან მოკლე პერიოდია, ჩვენც გვქონდა მსგავსი სიტუაცია ჰენრიკ ლარსონთან დაკავშირებით, 2007 წელს.