მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის მატჩში ”მილანისა” და ”ტოტენჰემს” შორის,
იტალიელთა ნახევარმცველმა მატიე ფლამინიმ სახიფათო ვარდნა შეასრულა
ლონდონელთა ხორვატი მცველის ვედრან ჩორლუკას წინააღმდეგ. ახლა კი ხორვატს
დიაგნოზი დაუსვეს: წვივის მოტეხილობა აქვს.
ჯერ მხოლოდ ერთი კვირაა, რაც ფერნანდო ტორესი "ლივერპულიდან" ლონდონის "ჩელსიში" გადავიდა და ამ ტრანსფერს უკვე მოჰყვა დიდი აჟიოტაჟი. მიმომხილველებს მიაჩნიათ, რომ "ინგლისური ფეხბურთი ჭკუიდან შეიშალა" და ძნელია, ამ მოსაზრებას არ დაეთანხმო, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ფეხბურთში მთავარი სწორედ ფული გახდა.