ტურინის იუვენტუსის თავდამსხმელი ფაბიო კუალიარელა მიმდინარე სეზონში ვეღარ დაეხმარება თავის კლუბს. გუშინდელ შეხვედრაში 27 წლის ფეხბურთელს უკვე მესამე წუთზე მოუწია თამაშის დატოვება.
დღეს თბილისის დროით 18 საათზე მილანში ადგილობრივი "მილანი” დაუპირისპირდა "უდინეზეს”. თავდაპირველად მატჩში თითქოსდა განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა, მაგრამ მატჩის 35-ე წუთზე ინლერის დარტყმული ძელს მოხვდა, დამატებაზე კი ყველას ანტონიო დი ნატალემ აჯობა 1-0. ამის შემდეგ "მილანელები” შედარებით გააქტიურდნენ და ტაიმის მიწურულს ალეშანდრე პატომ ანგარიშიც გაქვითა 1-1.
პრაქტიკულად უკვე გადაწყვეტილია _ რონალდინიო, რომელიც ორნახევარი სეზონის განმავლობაში "მილანის” ღირსებას იცავდა, კარიერას "ფლამენგოში” გააგრძელებს. ეს ამბავი გუშინ, "როსონერის” ვიცე-პრეზიდენტ ადრიანო გალიანისა და ბრაზილიური კლუბის პრეზიდენტ პატრისია ამორიმის შეხვედრაზე გადაწყდა. ასე რომ, ამით წერტილი დაესვა გავრცელებულ ხმებს იმის თაობაზე, თითქოს "დინიო” მის მშობლიურ "გრემიოში” აპირებდა დაბრუნებას.