მანჩესტერ ,,იუნაიტედის'' მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი, ისახავს მიზნად შექმნას ბრაზილიური დუეტი ანდერსონისა და რაფაელ და სილვას მეშვეობით. Daily Telegraph იუწყება, რომ ,,იუნაიტედი'' მზადაა ჩაატაროს გუნდში წმენდა.
გამორიცხვის თანახმად, ზაფხულში ,,ოლდ ტრაფროდს'' დატოვებს 6 – ი ფეხბურთელი: ვან დერ სარი, გარი ნევილი, ოუენ ჰარგრიუსი, ტომას კუშჩაკი, მაიკლ ოუენი და უესლი ბრაუნი.
რაიან გიგსმა და პოლ სკოულზმა ახალ 1 წლიან კონტრაქტს მოაწერეს ხელი. ხოლო გუნდში ორი არენდით გაშვებული ფეხბურთელი დაბრუნდება. კერძოდ კი ტომ კლევერლი და დენი უელბეკი.
ასევე იუწყებიან, რომ შოტლანდიელი თავკაცი გეგმავს შეიძინოს ორი ახალგაზრდა ფეხბურთელი. ესენი არიან ჯორდან ჰენდერსონი და ჯეკ როდუელი.
ამ თვალსაზრისით ალექსი ემზადება ჩამოაყალიბოს ახალი გუნდი, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელებით იქნება დაკომპლექტებული.