მოსკოვის სპარტაკმა” 43 ფეხბურთელი შეიყვანა პრემიერლიგის განაცხადში და მასში სამი ქართულგვარიანია, თუმცა მხოლოდ ერთია საქართველოს მოქალაქე – ჯანო ანანიძე. 18 წლის მცველი ირაკლი ჭეჟია ქართველი გულშემატკივრებისთვის ასე თუ ისე ნაცნობია, რადგან ჯერ კიდევ სამი წლის წინ უთამაშია თბილისში, როცა საქართველოსა და რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრებების მატჩები გაიმართა. ჭეჟია "სპარტაკის” აკადემიის აღზრდილია, ისევე როგორც, 16 წლის ფორვარდი თემურ ბუკია. ისიც განაცხადშია შეყვანილი. და კიდევ, ანანიძემ "სპარტაკში” სათამაშო ნომერი შეიცვალა – 12 ნომრით ითამაშებს და არა 27-ით. აქამდე 12 ნომერი ბრაზილიელ ალექსს ეცვა, რომელმაც 10-იანი აიღო. ვნახოთ, როგორ გაამართლებს ჯანო მარკო ვან ბასტენის ნომრით…