"რეალის" ესპანელმა ახალგაზრდა ფეხბურთლმა სერხიო კანალესმა უკმაყოფილება გამოთქვა მადრიდში ყოფნით.
ესპანელი ახალგაზრდა ფლეიმეიქერი აღიარებს რომ უკმაყოფილოა სათადარიგოთა სკამზე ჯდომით, თუმცა დანებებას არ აპირებს და მისი თქმით ბოლომდე იბრძოლებს ძირითადი შემადგენლობისთვის.
კანალესი სანტანდერის "რასინგისგან" ამ ზაფხულში იქნა შეძენილი, ამის შემდეგ მისი მიმართულებით ბევრი მითქმა–მოთქმა იყო, დადიოდა ხმები თითქოს სერხიო კლუბის დატოვებას და იტალიის ჩემპიონატში გადასვლას გეგმავდა, მაგრამ თავად ფეხბურთელმა ეს ყველაფერი ჭორებს მიაბარა და შემდეგი განაცხადა:"მე მოხარული ვარ "ბერნაბეუზე" ყოფნით და აქედან წასვლას არასდროს ვაპირებ".
"აქ ყოფნით ბედნიერი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ არ ვაპირებ მადრიდიდან წასვალს, მე ვიბრძოლებ და ყველაფერს გავაკეთებ ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოსაპოვებლად" – ციტირებს გამოცემა AS სერხიოს სიტყვებს.
"მადრიდის "რეალში" თამაში რომ რთული იყო – ეს ვიცოდი. "რეალით" აღფრთოვანებული ვარ, ამ დიდი გუნდისთვის თამაში ძალიან რთულია, რადგან აქ დიდი ფეხბურთელები თამაშობენ და აქ განუწყვეტლივ მაღალ დონეზე მიმდინარეობს კონკურენცია. ამგვარად მე შევეცდები ყველა ჩემი შესაძლებლობა ვაჩვენო, რომ მოვიპოვო ადგილი ძირითადში".