კაცი, რომელმაც მოურინიოს ბოთლი ესროლა - 12 თებერვალში 2011 - All For Football
მთავარი » 2011 » თებერვალი » 12 » კაცი, რომელმაც მოურინიოს ბოთლი ესროლა
20:03
კაცი, რომელმაც მოურინიოს ბოთლი ესროლა


"ვილიარეალი" აგრძელებს თავისი ვარსკვლავების სამომავლოდ დაბევებას - ჯუზეპე როსის შემდეგ რუბენ კანის ჯერი დადგა, ვალენსიელთა ოფიციალურმა საიტმა გამოაცხადა, რომ 29 წლის ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი 2014 წლის ზაფხულამდე გააგრძელა.

ის, რომ კანისთან გაუმჯობესებულ კონტრაქტზე მოლაპარაკება წარმატებით მიმდინარეობდა, ჯერ კიდევ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე იყო ცნობილი. კანის ხელშეკრულება "ელ სუბმარინოსთან" ივნისში გადიოდა და ესპანეთში რამდენიმე კლუბი მოთმინებით ელოდა, როდის გახდებოდა ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი.

"სარაგოსას" ყოფილი გამთამაშებელი, რომელიც "ვილიარეალში" მეხუთე სეზონია თამაშობს, ოღონდ უმთავრესად ნახევარდაცვის ფლანგზე ხუან კარლოს გარიდოს დროს გახდა სასტარტო შემადგენლობის შეუცვლელი წევრი. ხოან კაპდევილა, ჯუზეპე როსი, ახლა კანი, რიგშია მარკოს სენა - მოკლედ, "ვილიარეალი" "ბარსელონას" პოლიტიკას ახორციელებს, საკუთარ ვარსკვლავებს სამომავლოდ იბევებს.

"ძალიან ბედნიერი ვარ, არც არასოდეს დამიმალავს, რომ ჩემს მომავალს მხოლოდ "ვილიარეალში" ვხედავ", - განაცხადა კანიმ, რომელსაც ამას წინათ "რეალის" თავკაც ჟოზე მოურინიოსთან მოუხდა ინციდენტი. კანიმ სათადარიგოთა სკამიდან წყლით სავსე ბოთლი ისროლა მოურინიოს მიმართულებით, რადგან მიიჩნევდა, რომ "განსაკუთრებული" ჟესტებით მის კლუბს შეურაცხყოფას აყენებდა.

კატეგორია: ესპანეთი | ნანახია: 414 | დაამატა: LiverPooLa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სექციის კატეგორიები
ესპანეთი
იტალია
გერმანია
ინგლისი
ერთგულები
ევრო თასები
საქართველო
სხვადასხვა
ჩვენი საიტი
საფეხბურთო იუმორი
მულტიმედია
საფეხბურთო პროგნოზები
ინტერვიუები
ისტორიები
ფოტოალბომები
ჩვენი გამოკითხვა
ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?
სულ პასუხები: 32
ძებნა
შესვლის ფორმა
ჩანაწერების არქივი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 21
სტუმარი: 21
მომხმარებელი: 0
მთვლელები
web site analyser
რეკლამა
Block content
რეკლამა
Block content
რეკლამა