კიდევ ერთი კონტრაქტი - 18 თებერვალში 2011 - All For Football
მთავარი » 2011 » თებერვალი » 18 » კიდევ ერთი კონტრაქტი
20:10
კიდევ ერთი კონტრაქტი


უელსელმა ლეგენდამ რაიან გიგზმა „იუნაიტედთან" ახალ 1 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.ეს იმას ნიშნავს,რომ რაიანი გაატარებს 21-ე სეზონს „იუნაიტედის" ძირითად შემადგენლობაში,იტყობინება ოფიციალური საიტი.

გიგზმა თავისი პირველი კონტრაქტი „იუნაიტედთან" 1990 წელს გააფორმა,ხოლო მისი დებიუტი 1991 წლის მარტში შედგა.ამ ხნის მანძილზე რაიანმა კლუბის რეკორდი მოხსნა, ითამაშა 862 მატჩი კლუბში და გაიტანა 158 გოლი."უელსელმა" ოლდ ტრაფორდზე 11 პრემიერ ლიგის ტიტული, 4 ინგლისის თასი, 3 ლიგის თასი, 2 ჩემპიონთა ლიგის ტიტული, ევროპის სუპერთასი, საკონტინენტაშორისო თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

„არარსებობს სიტყვები,რათა მე რაიანი აგიღწეროთ.ის არის ბრწყინვალე ფეხბურთელი და შესანიშნავი ადამიანი.იმისათვის რათა ამხელა ასაკში მან კვლავ მაღალ დონეზე ითამაშოს,საჭიროა გამოაჩინოს თავისი თვისებების მაქსიმუმი.ის მიუხედავად ასაკისა კიდევ ხდება მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი და რაც მთავარია მისი გამოცდილება ახალგაზრდებისთვის ძალიან სამაგალითოა."-ციტირებს ფერგიუსონის სიტყვებს ოფიციალური საიტი.

„მთელი ცხოვრების მანძილზე მსურდა „იუნაიტედის" რიგებში თამაში და ძალიან გამიმართლა,რომ ამის გაკეთებას უკვე 20 წელია ვახერხებ.მიხარია,რომ ჩემი დღევანდელი თამაში კვლავ აკმაყოფილებს „იუნაიტედის" დონეს.ვგრძნობ,რომ ჯერ კიდევ შემიძლია მაღალ დონეზე თამაში.ეხლა „იუნაიტედში" კარგი დრო დგას რადგანაც გუნდში ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია."-განაცხადა რაიანმა ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.
კატეგორია: ინგლისი | ნანახია: 405 | დაამატა: chicharito | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სექციის კატეგორიები
ესპანეთი
იტალია
გერმანია
ინგლისი
ერთგულები
ევრო თასები
საქართველო
სხვადასხვა
ჩვენი საიტი
საფეხბურთო იუმორი
მულტიმედია
საფეხბურთო პროგნოზები
ინტერვიუები
ისტორიები
ფოტოალბომები
ჩვენი გამოკითხვა
ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?
სულ პასუხები: 32
ძებნა
შესვლის ფორმა
ჩანაწერების არქივი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 17
სტუმარი: 17
მომხმარებელი: 0
მთვლელები
web site analyser
რეკლამა
Block content
რეკლამა
Block content
რეკლამა