ბარსელონაში'' სათამაშო პრაქტიკის უქონლობის გამო, გაბი მილიტომ კლუბის
დატოვება გადაწყვიტა.კლუბმაც მწვანე შუქი აუნთო :თუ გუნდს მოძებნი
წასვლაში ხელს არ შეგიშლითო.თავიდან მილიტოს მთხოვნელები თითქოს არ ჰყავდა
,მაგრამ ამ ბოლო დროს ერთბაშად ორი მოსურნე გამოუჩნდა :ინტერი და
მალაგა.მილანის ''ინტერს",სადაც გაბრიელის უფროსი ძმა დიეგო
თამაშობს,როგორც ჩანს არ ჰყოფნის ვალტერ სამუელის დამტვრევით წარმოშობილი
დანაკლისის მხოლოდ ანდრეა რაკონიათი შევსება და მეორე მცველსაც
ეძებს.ასევე აქტიურობს ''მალაგაც'' რომელსაც დიდი ფინანსური
შესაძლებლობების მქონე ახალი მეპატრონე ჰყავს.ესპანელებმა უკვე გადაიბირეს
მიუნხენის ბაიერნელი დემიკელისი და ახლა მეორე ცენტრალური მცველის
ძიებაშია.ასეა თუ ისე,გაბი მილიტოს ალბათ ამ ორ კლუბს შორის მოუწევს
არჩევანის გაკეთება.ერთ მხარე უფროსი ძმის გუნდია,სადაც კარგად მიიღებენ
,ხელფასიც მაღალი ექნება თუმცა დიდი შანსია კვლავ ვიღაცის დუბლიორი
იყოს.მეორე მხარეს კი აქამდე უამბიციო ,თუმცა ბოლო ხანებში მოღონიერებული
საშუალოზე დაბალი დონის ესპანური კლუბია,რომელშიც ალბათ ძირითადში ადგილის
დაკავება ძნელი არ იქნება მილიტოსთვის.რა არჩევანს გააკეთებს გაბი იანვრის
ბოლოს გაირკვევა