"ძალიან რთული პასუხისმგებლობაა, მაგრამ მე ეს მომწონს და მიყვარს ჩემი შვილი . რა თქმა უნდა, ხანდახან მეც მიწევს შვილისთვის პამპერსების გამოცვლა! ეს ჩემი საყვარელი საქმიანობა ნამდვილად არ არის (იცინის), მაგრამ ჩემი შვილია და ამას სიამოვნებით ვაკეთებ !"
მან ასევე ისაუბრა "მადრიდის ატლეტიკოს" კარში მის მიერ გატანილ გოლზე:
"ჩემი შვილი ძალიან ადრე იძინებს, მაგრამ იმ დღეს, როგორც დედაჩემმა მითხრა, ის სულ ტიროდა, არ სურდა დასაძინებლად წასვლა მანამ, სანამ მე გოლი არ გავიტანე. მას შემდეგ, რაც მე გოლის გატანა მოვახერხე, ხუთი წუთიც არ იყო გასული, რაც მას ჩაეძინა!"
"მას ის პროფესია ექნება, რასაც თავად ისურვებს , მაგრამ მე ვისურვებდი რომ ფეხბურთი აერჩია და ჩემი მემკვიდრეობა გაეგრძელებინოს, მაგრამ ვნახოთ რა იქნება."
(ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა კრიშტიანო რონალდუმ მედიასთან საუბრისას ამდენი დრო დაუთმო საკუთარ შვილზე საუბარს )
(ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მას ბევრი შვილის ყოლა სურს. წარმოიდგინეთ, პატარა რონალდუები დიდი კრიშტიანო რონალდუს ირგვლივ ბურთს თამაშობენ)
"მომავალში კიდევ მინდა ბავშვები. შესაძლოა ერთხელაც ცოლი მოვიყვანო."
მე ვისურვებდი მომეგო ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგა და არა "Ballon d’Or"–ის ტიტული. მე, კიდევ მეორედ, მესამედ თუ მოვიგებ ზემოთხსენებულ ჯილდოს მოხარული ვიქნები, მაგრამ ჩემი პრიორიტეტი "მადრიდის რეალთან" ერთად ტიტულების მოგებაა.
რელიგიაზე საუბრისას რონალდუმ ხაზი შემდეგ რამეს გაუსვა:
"მე რელიგიური ვარ, მაგრამ არა იმ დონეზე, რა დონითაც კაკაა".
როცა მას სარა კარბონეროსადმი დამოკიდებულებაზე კითხეს, რონალდუმ შემდეგნაირად უპასუხა:
"მის მიმართ მტრულად საერთოდაც არ ვარ განწყობილი. მომწონს მისი მუშაობის სტილი. სულაც არ ვაპირებ შეცვლას მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემზე ვიღაცამ რამე ცუდი თქვა".