უკვე ზედიზედ სამი თამაშია რაც პოლონელი
გოლკიპერი ტომას კუშჩაკი ''მანჩესტერ იუნაიტედის'' კარს იცავს, რადგან
წითლების პირველ ნომერს ვან დერ სარს ვირუსი შეეყარა.
ვან დერ სარი
სავარაუდოდ სეზონის ბოლოს დატოვებს ''იუნაიტედს'' და დაასრულებს კარიერას,
ამის გამო ისმება უამრავი კითხვა თუ ვინ იქნება ვან დერ სარის შემდეგ
''იუნაიტედის'' ძირითადი მეკარე, თუ რა ელის კუშჩაკს.
ტომასმა
მშრალად შეინახა კარი ლვერპულის წინააღმდეგ გამართულ მატჩში, FA Cup-ის
მესამე რაუნდში, მან განაცხადა რომ სურს დაამტკიცოს თავისი შესაძლებლობები.
''ჩემთვის
ყოველი თამაში ძალიან რთულია, მინდა ყველას დავუმტკიცო რომ შემიძლია
ედვინი ღირსეულად შევცვალო. როცა ვთამაშობ აუცილებლად საუკეთესოდ უნდა
ვითამაშო.''
შესაძლოა ტომას
კუშჩაკი არენდის სახით ''ლისისტერ სიტიში'' გადავიდეს, მაგრამ ახლა ის
მხოლოდ ფოკუსირებულია თავის თამაშზე ''ოლდ ტრაფორდზე.''
''ჩემი
მომავალი აქ ბურუსით არის მოცული მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მეტი
სათამაშო დრო მექნება. კლუბში კონკურენცია ძალიან დიდია, ეს ხომ
ფეხბურთია. ვაპირებ, როცა კი შანსი მომეცემა ეს მაქსიმალურად გამოვიყენო
და კარგად ვითამაშო, სწორედ ეს გადაწყვეტს ჩემს მომავალს იუნაიტედში''.
სავარაუდოდ ვან დერ სარს კიდევ ერთ კვირას გამოტოვებს ვირუსის გამო.