ოცნება, რომელიც სინამდვილედ იქცა ლონდონის „ჩელსის" ბრაზილიელი ახალწვეული დავიდ ლუიზი ჩავიდა კობჰემში და უკვე შეუდგა საქმეს. Gგუნდის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში ბრაზილიელი ამბობს: „მე ბედნიერი ვარ, რომ აქ ჩამოვედი: ჩემთვის „ჩელსიში" გადასვლა არის ოცნება, რომელიც რეალობად იქცა. Aახლა უბრალოდ ყველას უნდა დავანახო თუ რატომ სურდა კლუბს ჩემი შეძენა. სავარჯიშო ბაზა უბრალოდ შესანიშნავია, აქ არის ყველაფერი საიმისოდ, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშო".
ტორესის ფანების რისხვა მოგეხსენებათ, ლონდონის „ჩელსიმ" სატრანსფერო ფანჯრის დახურვის ბოლო დღეს ციებ-ცხელებები მოაწყო და დავიდ ლუიზთან ერთად, რომლის შესახებაც ზემოთ გესაუბრეთ, კიდევ უფრო ხმაურიანი შენაძენი გააკეთა: „ლივერპულიდან" ფერნანდო ტორესი გადაიბირა. ფეხბურთელს, რომელშიც „ჩელსიმ" რეკორდული 50 მილიონი გირვანქა გადაიხადა, „ფეისბუქზე" ფანების აურაცხელი მესიჯები მოუვიდა. რა ეწერებოდა, ადვილი მისახვედრია, თუმცა ჩვენ მაინც გეტყვით ერთი-ორს მესიჯებს. მაგალითად: „რატომ დაგვტოვე? მოღალატე ხარ!". იყო ასეთიც: „ჯანდაბამდე გზა გქონია! ჩვენ სუარესი და ქეროლი გვყავს".Dდა აი, ყველაზე საინტერესო: „ჯეიმი კარაგერი კვირას შენს დამტვრევას აპირებს. იცოდე, ფეხს მოგტეხავს!".
ბარსელონა – განსაკუთრებული მეტოქე მადრიდის „რეალის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გახარებულია იმით, რომ კოპა დელ რეის ფინალში „ბარსელონას" დაუპირისპირდებიან. „ბრწყინვალეა, რომ ჩვენ ფინალში „ბარსელონასთან" გვიწევს ბრძოლა, - ამბობს ის. – ეს გუნდი ჩვენთვის განსაკუთრებული მეტოქეა. 20 აპრილი – ჩვენთვის დიდი დღე იქნება, ამ დღისთვის მოგვიანებით მოვემზადებით, ვინაიდან და რადგანაც, ჩვენ ახლა სხვა მატჩებზე გვმართებს ყურადღების გადატანა".
ლეონარდო: ბარი ბოლო ადგილას არ უნდა იყოს მილანის „ინტერის" თავკაცი ლეონარდო კმაყოფილი დარჩა იმით, რომ მისმა გუნდმა „ბარისთან" შეხვედრაში ქულათა მაქსიმუმის აგროვება მოახერხა. ბრაზილიელმა მწვრთნელმა „გაძეტა დელო სპორტისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: „მატჩი ძალიან რთული გამოვიდა, მეტოქე საკმაოდ მედგრად გვებრძოლებოდა, მაგრამ ჩვენმა კლასმა მაინც თავისი გაიტანა. Mიუხედავად ამისა, მინდა ვთქვა, რომ „ბარი" ბოლო ადგილას ყოფნას არ იმსახურებს".