საშობაო არდადეგებიდან მილანში დაბრუნებულ რამდენიმე ფეხბურთელს ცუდი ამბავი დახვდა. ”ინტერის” სამუელ ეტოოს, ვესლი სნეიდერს და ”ჯენოას” კახა კალაძეს საცხოვრებელი ბინები გაძარცვული დახვდათ.
ქურდობა 21-დან 27 დეკემბრამდე პერიოდში მოხდა. ეტოოს ბინის გაძარცვა კამერამაც დააფიქსირა. კადრებში ჩანს, როგორ გატეხა ორმა ქურდმა ეტოოს ბინის კარი. კამერუნელი ფეხბურთელის მზარეული ამბობს, რომ არაფერი გაუგია.
კალაძის ბინიდან წაღებულია Patek Philippe, Cartier, Rolex-ის ფირმის 12 ძვირფასი საათი და 2 კომპიუტერი.