1899 წლის 29 ნოემბერს, შვეიცარიელმა ემიგრანტმა – ჰანს გამპერმა, თერთმეტ ენთუზიასტთან ერთად კატალონიის დედაქალაქში, სადაც ფეხბურთი ჯერკიდევ თითქმის უცნობი სპორტის სახეობა იყო, ჩამოაყალიბა საფეხბურთო კლუბი "ბარსელონა”. იგი ალბათ ვერასეოდეს წარმოიდგენდა, თუ რა დიდი სამსახურს გაუწევდა შემდგომში მსოლფიო ფეხბურთს მისი ეს ინიციატივა. "ბარსელონას” ჩამოყალიბებიდან ას წელზე ცოტა მეტ ხნის შემდეგ კლუბი არამარტო ფეხბურთის, არამედ ზოგადად სპორტის ფარგლებსაც გასცდა და წარამტებით განახორციელა იდეა, რომელსაც ეწოდება "მეტი ვიდრე კლუბი”. "ბარსელონა” მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანს აერთიანებს და არა მხოლოდ სპორტული თვალსაზრისით, არ ამედ საზოგადოებრივი, პოლიტიკური და კულტურული თვალსაზირისითაც. კატალონიელი ხალხის ძნელბედობის ჟამს "ბარსელონა” ყოველთვის იყო თავისუფლების გამოხატულება, რომლის დახმარებითაც კატალონიელები მთელს მსოფლიოს აუწყებდნენ, რომ მათ ჯერ კიდევ შერჩენილი ჰქონდათ მათთვის დამახასიათებელი თვისებები. თითქმის დაარსებიდან მოყოლებული, "ბარსელონა” ასოცირდება ხალხზე, განსაკუთრებით კი ბავშვებზე ზრუნვასთან, რამაც თავის განვითარება 21–ე საუკუნეშიც ჰპოვა "იუნისეფთან” გაფორმებული უპრეცედენტო ხელშეკრულების სახით. მთელი გასული საუკუნის განმავლობაში "ბარსელონას” ცხოვრებაში ერთმანეთს ცვლიდნენ დიდება და დამცირება; ბრწყინვალება და წარუმატებლობა; ისტორიული გამარჯვებები და სამარცხვინო მარცხები. მაგრამ, ეს ყველაფერი კლუბს დაეხმარა ჩამოყალიბებულიყო მისი განსაკუთრებული თვისებები და ბუნება, რითიც "ბაესელონა” დღესაც განთქმულია მთელს მსოფლიოში. მთელი ისტორიის განმავლობაში, კლუბს ჰქონდა განსხვავებული ეპიზოდები, როგოეც სპორტული, ასევე სოციალური თვალსაზრისით. 1899–1922 წლებში, კლუბის დაარსებიდან "Les Corts”–ის აშენებამდე, "ბარსა” იყო ყველაზე გამოეჩეული საფეხბურთო კლუბი ბარსელონაში, რადგან იგი პირდაპიე ასოცირდებოდა ქალაქთან. შემდგომში "ბარსელონა” გახდა კატალონიის საუკეთესო კლუბი და იგი ასევე გახდა კატალონიელი ხალხის თვითმყოფადობის პირველი გამომხატველი. 1922–57 წლებში, ახალი გრანდიოზული სტადიონის – "კამპ ნოუს” აშენებდამდე, კლუბს, ისევე როგორც მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში, კონტრასტული პერიოდი ჰქონდა. კლუბის პოპულარობა დღითიდღე იზრდებოდა, რადგან იმ დროს ზოგადად ფეხბურთის პოპულარობა იყო ძალზე მზარდი და სამოყვარულო დონიდან სპორტის ეს სახეობა საბოლოოდ გადადიოდა პროფესიონალურ დონეზე. გარდა ამისა, იმ დროს "ბარსელონაში” თამაშობდნენ ფეხბურთის ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც იყვნენ ალკანტარა და სამიტიე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, იმ დროს "ბარსელონას” უკვე ჰყავდა დაახლოებით 10,000 კლუბის წევრი, რაც მაშინდელი კლუბებისათვის ნამდვილად კარგი მაჩვენებელი იყო. მაგრამ, შემდგომში შექმნილმა მატერიალურმა პრობლემებმა და ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს და მის შემდეგ არსებულმა პოლიტიკურმა მღელვარებამ, კლუბი აიძულა მთელი ენერგია სერიოზული პრობლემების დაძლევაში დაეხარჯა, ერთ–ერთი ასეთი სერიოზული პრობლემა კი გახლდათ კლუბის პრეზიდენტის – ხოსეპ სუნიოლის 1936 წელს პოლიტიკური მოტივების გამო მკვლელობა. სუნიოლი სწორედ ის პიროვნება გახლდათ, რომემაც ჩამოაყალიბა და განავითარა სლოგანი "სპორტი და საზოგადოება”. მაგრამ, მიუხედავად მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონამ” ასეთ არაერთ დარტყმას გაუძლო, კლუბმა მაინც შეინარჩუნა თავისი სახე და ახალი სპორტული ერის დაწყებას დაემთხვა როგორც ახალი სტადიონის – "კამპ ნოუს” აშენება, ასევე კლუბის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელის, უნგრელი ლადისლაუ კუბალას გამოჩენა. 1957–1974 წლები მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში "ბარსელონა” არცთუ ძაან ბრწყინავდა, კლუბის წევრთა რაოდენობა მაინც იზრდებოდა და მართლია ნელი ნაბიჯებით, მაგრამ კლუბი მაინც პროგრესის გზას ადგა. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ლეგენდარული ფრაზა – "ბარსა მეტია, ვიდრე კლუბი”, რომელიც კლუბის პრეზიდენტმა, ნარცის დე კასერასმა წარმოთქვა ერთ–ერთ სხდომაზე. აღნიშნულ სხდომას კი უძღვებოდა აგუსტი მონტალი, რომლის ძალისხმევის შედეგადაც "ბარსამ” მოახერხა თავის ისტორიაში ერთ–ერთი უდიდესი პიროვნების – იოჰან კრუიფის შეძენა. 1974–1992 წლები მეოცე საუკუნის 70–იანი წლების მეორე ნახევარი "ბარსელონას” ისტორიაში ახალი ერის დასაწყისი გახდა. ერის, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ხოსეპ ლუის ნუნიესის ერა, პრეზიდენტისა, რომელიც კლუბის ისტორიაში თუ საუკეთესო არა, ერთ–ერთი საუკეთესო პრეზიდენტი ნამდვილად იყო. ნუნიესმა თავისი პრეზიდენტობა იმით დაიწყო, რომ "ნოუ კამპის” სტადიონს რეკონსტრ უქცია ჩაუტარა და იგი მსოფლიოს ერთ–ერთ საუკეთესო სტადიონად აქცია. სტადიონის გაფართოებას არა მხოლოდ სპორტული, არამედ სოციალური მნიშვნელობაც ჰქონდა, რადგან მთელს ევროპას შეეძლო დაენახა, თუ როგორ აფრიალებდა ათიათასობით ადამიანი კატალონიის დრ ოშას ტრიბუნაზე. ხოსეპ ნუნიესის პრეზიდენტობის დროს უკავშირდება "ბარსელონას” ისტორიაში კრუიფის როგორც ფეხბურთელის და როგორც მწვრთნელის გაბრწყინებაც. სწორედ კრუიფმა ჩამოაყალიბა ის ლეგენდარული გუნდი, რომელსაც გულშემატკივარმა "ოცნების გუნდი” შეარქვა და რომელმაც კლუბის ისტორიაში პირველად მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის თასი 1992 წელს. უემბლიდან პარიზამდე (1992–2006) აღნიშნული პერიოდი, ისევე როგორც "ბარსას” მთელი ისტორია, ცვალებადობით გამოირჩეოდა. თუ ნუნიესის პრეზიდენტობის დროს ყველაფერი კარგად მიდიოდა, "ბარსას” შავი დღეები დაუდგა 2000 წელს, როდესაც კლუბის პრეზიდენტი ხუან გასპარი გახდა, ხოლო სამწლიანი უსახური მოღვაწეობის შემდეგ გასპარი იძულებული იყო პოსტი დაეთმო ხუან ლაპორტასთვის, რომელიც 2003 წელს აირჩიეს პრეზიდენტად. გასპარისგან განსხვავებით წარმატებული გამოდგა ლაპორტას პრეზიდენტობა "ბარსელონასთვის” – კლუბმა დაიწყო ახალი სოციალური პროგრამების განვითარება, ხოლო კლუბის წევრთა რაოდენობამ 172,000 მიაღწია. ლაპორტას პრეზიდენტობა გამოსარჩევი არის ასევე სპორტული თვალსაზრისითაც – პირველი სამი წლის განმავლობაში ესპანეთის ორი ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა, რომელიც "ბარსელონას” ფეხბურთელებმა 2006 წელს მოიპოვეს პარიზში გამართულ ფინალში. მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონას” კატალონიელ ხალხთან ერთად უწევდა ბრძოლა არა მხოლოდ გამარჯვებებისათვის, არამედ გადარჩენისთვისაც, იგი დღესდღეობითაც მსოფლიოს ერთ–ერთ უდიადეს კლუბად ითვლება. შთამბეჭდავია კატალონიელთა მიერ მოპოვებული ტიტულების რაოდენობაც, მსოფლიოში არცთუ ბევრ კლუბს აქვს მოპოვებული იმ რაოდენობის და ხარისხის ტიტულები, როგორც "ბარსელონას”. კლუბის მუზეუმში ინახება ჩემპიონთა ლიგის სამი თასი, რომლებიც "ბარსელონამ” მხოლოდ საკუთარი ბრძოლის ხარჯზე მოიპოვა. გარდა აღნიშნული თასებისა, "ბარსელონას” კიდევ არაერთი ევროთასი მოუგია. იგი არის ერთადერთი ესპანური კლუბი, რომელსაც ყველა მნიშვნელოვანი ევროტურნირი აქვს მოგებული. "ბარსელონა” ასევე არის თასების მფლობელთა თასის რეკორდსმენი მოპოვებული თასების მხრივ – "ბარსას” მუზეუმში ოთხი თასების მფლობელთა თასი ინახება. "ბარსელონას” ევროპული მონაგარი ამით არ იწურება, კატალონიეთა მუზეუმში ინახება ასევე სამი ბაზრობათა თასი (უეფას თასი) და ორი ევროპის სუპერთასი. "ბარსელონას” რეკორდსმენი არის ესპანეთის სამეფო თასის გათამაშებაშიც, რომელიც კატალონიელებმა ყველაზე მეტჯერ – 25–ჯერ მოიგეს. ესპანეთის ჩემპიონატი იყო ტურნირი, რომელში გამარჯვებაც "ბარსელონას” ყოველთვის უჭირდა, მაგრამ ამ მხრივ გამონაკლისი იყო 1990–იანი წლები, როდესაც კატალონიელებმა ექვსჯერ მოახერხეს ლა ლიგას თასის თავსზემოთ აღმართვა, ისტორიის განმავლობაში კი ეს 19–ჯერ გააკეთეს.
ტრიპლეტი "ბარსელონას" ისტორიაში, განსაკთრებით აღსანიშნავია 2008-09 წლების სეზონი. ამ დროს, კლუბი ჩიაბარა მისმა ლეგენდარულმა კაპიტანმა, ხოსეპ გვარდიოლამ. ახალი მწვრთნელის ხელში, "ბარსამ" თამაში ცუდად დაიწყო, მაგრამ ესპანეთის ჩემპიონატის მე-3 ტურიდან მოყოლებული, კატალონიელები შეუჩერებელნი გახდნენ.მათ მოიგეს ორივე "კლასიკო (2:0 და 6:2), დაეუფლნენ ესპანეთის ჩემპიონის თასს, მაგრამ ამით ყველაფერი არ დამთავრებულა - ესპანეთის თასის ფინალში, "ბარსამ" ბილბაოს "ატლეტიკი" 4:1 დაამარცხა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ფინალში, უშანსოდ დატოვა "მანჩესტერ იუნაიტედი". რომის ფინალში მოგებით, "ბარსელონა" გახდა პირველი ესპანური კლუბი, რომელმაც სეზონში სამივე ტიტულის მოგება მოახერხა. წარმატებული სვლა გვარდიოლას არც მოდევნო სეზონში შეუჩერებია. ესპანეთის სუპერთასზე კატალონიელებმა ბილბაოს "ატლეტიკი" დაამარცხეს ორი მატჩის ჯამში 5:1, ევროპის სუპერთასზე დონეცკის "შახტარს" სძლიეს 1:0, ხოლო მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე, "ესტუდიანტესს" მოუგეს 2:1. საკლუბო მუნდიალის მოგებით "ბარსელონა" გახდა პირველი გუნდი ფეხბურთის ისტორიაში, რომელმაც კალენდარული წლის მანძილზე ყველა, ექვსივე ტიტული მოიგო. უნიკალური მიღწევის პატრონი გახდა პედრო როდრიგესი - ახლგაზრდა ფეხბურთელმა ექვსივე ტურნირზე მოახერხა გოლის გატანა. წყარო:barcamania.ge