კვირის ფრაზები - 14 იანვარს 2011 - All For Football
მთავარი » 2011 » იანვარი » 14 » კვირის ფრაზები
03:03
კვირის ფრაზები


იცოდით რომ მესის "პალერმოში” ეპატიჟებიან? ან ის, რომ კრისტიანო რონალდო ფერგიუსონის მეგობარია? გაეცანით ამ და გასული კვირის სხვა ცნობილ ციტატებს მანამ, სანამ დღევანდელი და ხვალინდელი უიქ-ენდი ახალ საინტერესო მოვლენებს შემოგვთავაზებს.”


ვიცი, რომ რამდენიმე ცნობილი კლუბი მეპატიჟება, მათ შორის "ბარსელონაც”, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ მე პალერმოში ვრჩები, მერე რა, რომ კატალონიაში ლიონელ მესი თამაშობს, ვსარგებლობ შემთხვევით და არგენტინელს "პალერმოში” გადმოსვლას ვთავაზობ, სიცილიაში წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ” – ხავიერ პასტორე, "ბარსელონაში” მის შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით.


"შესვენებამდე ხუთი წუთით ადრე მთელ სხეულში საშინელი ტკივილი ვიგრძენი. ასეთი რამ ადრე არასდროს დამმართვია, გასახდელისკენ გავემართე, იქ ექიმებმა პულსი გამისინჯეს და მითხრეს, რომ აღარ უნდა მეთამაშა. საბოლოოდ, გადავწყვიტე ჰოლანდიელი ექიმისთვის მიმემართა, რომელმაც დაადგინა, რომ ანემია მაქვს და დასვენება მჭირდება” – უესლი სნეიდერი "ბრეშასთან” შეხვედრის შემდეგ.


"მას აეროპორტში დავხვდები და მისი ეს ნაბიჯი ყველაზე მეტად გამიხარდება” - "რომას” მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი პრესაში გავრცელებული ცნობის თაობაზე, რომ კარლო ანჩელოტის ოცნება "ჯალოროსოს” მწვრთნელობა ყოფილა.


"ჰომოსექსუალიზმი გერმანიაში უკვე დიდი ხანია ტაბუდადებული ცნება აღარაა. ჩვენ ხომ გეი ვიცე პრემიერ მინისტრი და ბერლინის მერი გვყვავს. ვფიქრობ, დროა, ფეხბურთელებმაც ღიად განაცხადონ თავიანთი სექსუალური ორიენტაციის შესახებ” – ასე გამოეხმაურა მარიო გომესი აღნიშნულ საკითხთზე გამართულ დისკუსიას.


"კლუბს ვყიდი, მინდა ფეხბურთიდან საბოლოოდ წავიდე, დავიღალე ამდენი დაძაბულობით, აღარ შემიძლია ამ ყოველივეს განუყოფელი ნაწილი ვიყო. ნებისმიერ მსურველს ვთავაზობ ჩემი მემკვიდრე გახდეს და გუნდი მართოს”. – "პალერმოს პრეზიდენტი მაურიციო ზამპარინი "მილანთან” 1:3 მარცხის შემდეგ.


"მასთან მუშაობა ძალიან მიყვარდა, ჩვენ ყველაფერი გამოგვდიოდა და ერთმანეთს მუდამ ვუგებდით. ვთვლი და ალბათ კარიერის ბოლომდე ასე ვიფიქრებ, რომ ის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი და ჩემი მეგობარია” – კრისტიანო რონალდო სერ ალექს ფერგიუსონის შესახებ.

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 393 | დაამატა: LiverPooLa | რეიტინგი: 2.0/1
სულ კომენტარები: 3
0  
3 LiverPooLa   (14.01.2011 13:44) [Entry]
bicho me pastores sityvebi damevasa biggrin biggrin

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?
სულ პასუხები: 32
ძებნა
შესვლის ფორმა
ჩანაწერების არქივი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 15
სტუმარი: 15
მომხმარებელი: 0
მთვლელები
web site analyser
რეკლამა
Block content
რეკლამა
Block content
რეკლამა