2018 წელს მუნდიალი რუსეთში გაიმართება.ქვეყანა ,რომელსაც არად უღირს ადამიანის ფუნდამეტალური უფლებები ,ხელყოფს მეზობელი ქვეყნების საზღვრებს ,სადაც ჟურნალისტებს ქუჩაში ხოცავენ,რვა წელიწადში უდიდეს საფეხბურთო ზეიმს უმასპინძლებს. ”ბებერმა” ევროპამ თვალი დახუჭა ყოველგვარ მორალურ ფაქტორზე და არც ჩვენ ვაპირებთ ვინმე კონკრეტული ადამიანის (ქვეყნის წარმომადგენელის) პატიოსნებაზე მსჯელობას ,თუმცა განვიხილოთ რამდენიმე სრულიად ობიექტური მიზეზი თუ რატომ არ უნდა გაიმართოს მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში: როდესაც გადაწყდა რომ მუნდიალი სამხრეთ აფრიკაში უნდა გამართულიყო, კოხტაპრუწა ევროპელებმა ვიშვიში ატეხეს: აქაოდა აფრიკაში საშინელი კრიმინოგენური ვითარებაოო და ვინ იცის ,საერთოდაც იქნებ ლომმა იმსხვერპლოს ,რომელიმე გზააბნეული ფანიო (ზოგიერთი იმაზეც შეშფოთდა, აფრიკაში პროსტიტუცია მძვინვარებს და შიდსს არ გადავეყაროთო … პროსტიტუცია და შიდსი რუსეთში ნახეთ ბატონო ევროპელებო.) აფრიკულმა მუნდილამა მეტნაკლებად ექსცესების გარეშე ჩაიარა . აი, რუსეთში კი ,ნამდვილად აქვთ ევროპელ ფანებს შიშის მიზეზი . ქვეყნა, რომლის საგარეო პოლიტიკა შოვინიზმზეა აგებული და ქუჩებში ასობით შეიარაღებული ნეოფაშისტი დაძრწის აშკარად საშიშია მოწინააღმდეგე ნაკრებების ფანებისათვის . სხვა საქმეა რასიზმი. ერი ,რომელიც კავკასილებს ”შავებს” ეძახის ,არამგონია აფრიკული ქვეყნის ნაკრებების გულშემატკივრებს სტუმართმოყვარეობით შეხვდეს . რუსეთში ჩასულ ქომაგს სამწუხაროდ არც იქაური მილიციის იმედია არ უნდა ჰქონდეს. თავად რუსები აღიარებენ ,რომ მათ სამართალდამცავ სტრუქტურებში საშინელი კორუფცია მძვინვარებს . კიდევ ერთი: მუნდიალის მასპინძელ ქვეყანას სამ რეგიონში თითქმის საომარი მდგომარეობა აქვს . დღე არ გავა ჩრ. კავკასიაში (ჩეჩნეთში, ინგუშეთსა და დაღესტანში) ინციდენტი არ მოხდეს . აფხაზეთსა და შიდა ქართლში მათ მიერ განხორცილებულ ბარბაროსობაზე აღარც ღირს საუბარი . მოკლედ ,რუსეთში ფეხბურთის საქომაგოდ ჩასულ კაცს ცალი თვალი უნდა გეჭიროს ვინმე მუსლიმანმა ტერორისტმა მძევლად არ აგიყვანოს და მერე რუსმა სამართალდამცავმა ორივეს ერთად არ გაგიხვრიტოთ შუბლი (ჩვენ მეზობლად ხომ მძევლის ”გამოხსნის” ასეთი მეთოდი დიდი ხანია დანერგილია) ჩანს, ზემოთ აღნიშნული ფიფას სულ არ ანაღვლებს . მუნდიალის ჩატარების სურვილი ისეთ ქვეყნებს ჰქონდათ, როგორიცაა: ჰოლანდია-ბელგია,პორტუგალია ესპანეთი ,ინგლისი,თუმცა… ფიფამ ყველას რუსეთი არჩია. ევროპაში უკვე იმაზეც ალაპარაკდნენ ,რომ ფიფა რუსული მაფიის გავლენას განიცდის.მისი მუშაობა კა-გე-ბესაც კი შეადარეს. ფაქტი ერთია ,2018 წლის მუნდიალი რუსეთში გაიმართება ,ალბათ მას ვლადიმირ პუტინი გახსნის …ალბათ ალა პუგაჩოვაც იმღერებს…