ლონდონის "ჩელსის” ნახევარმცველმა, ფრენკ ლამპარდა განაცხადა, რომ კლუბმა აუცილებლად უნდა იმუშაოს სატრანსფერო ბაზარზე, რათა დაიბრუნონ წინანდელი პოზიცია ინგლისის ჩემპიონატში. "თუ ჩვენ კარგად წავიმუშავებთ სატრანსფერო ბაზარზე და ვიყიდით ახალ ფეხბურთელებს, ეს მშვენიერი იქნება. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ტიტულისთვის, რომელიც ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო "ჩელსისთვის”. ახლა მთავარი ამოცანაა – მოვიგოთ რაც შეიძლება მეტი მატჩი, რათა დავიბრუნოთ პირველობა პრემიერ-ლიგაში. მე იმედი მაქვს, რომ ასეთი თამაშის შემდეგ ჩვენ თავდაჯერებულობა მოგვემატება და ისევ შევძლებთ გამარჯვებას ინგლისის ჩემპიონატში. მაგრამ, ვიმეორებ, ჩვენ აუცილებლად უნდა დავიწყოთ მოგებები.”