ლეგენდებს ფეხბურთი ქმნის თუ ფეხბურთელები ქმნიან საკუთარ თავს ლეგენდარულებად?! - 8 თებერვალში 2011 - All For Football
მთავარი » 2011»თებერვალი»8 » ლეგენდებს ფეხბურთი ქმნის თუ ფეხბურთელები ქმნიან საკუთარ თავს ლეგენდარულებად?!
21:50
ლეგენდებს ფეხბურთი ქმნის თუ ფეხბურთელები ქმნიან საკუთარ თავს ლეგენდარულებად?!
ისტორიას თუ გადავხედავთ, ფეხბურთი სპორტის ის სახეობაა, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი იქცა დაუვიწყარ პიროვნებად. ყოველწლიურად მოდიან ახალგაზრდა ფეხბურთელები და ცდილობენ ჩაანაცვლონ ის ადამიანები, რომლებმაც საკუთარი კვალი, საკუთარი სახელი უკვე დატოვეს მინდორზე. იყო ლეგენდარული ფეხბურთელი – ადვილი არ არის. მხოლოდ კარგი ფეხბურთის თამაში საკმარისი რომ იყოს საშუალო დონის ფეხბურთელებსაც გაუჩნდებათ პრეტენზია იყვნენ საუკეთესოები. ეს მხოლოდ ნიჭიერთა, შრომისმოყვარეთა და ფეხბურთის უზომოდ მოყვარულთა ხვედრია. დარჩე ფეხბურთის ისტორიაში – დიდ ძალისხმევას მოითხოვს, სადაც დასაშვებია როგორც მწვერვალების დაპყრობა, ასევე მწვერვალებიდან პირდაპირ მიწაზე დაშვებაც. ხოლო მათ, ვინც შეძლეს ყველანაირი სირთულე გადაელახათ და თავი შეეყვარებინათ მილიონობით გულშემატკივარისთვის აქ არიან წარმოდგენილები: რობერტო ბაჯო – ადამიანი, რომელმაც შეძლო იტალიური ფეხბურთის აღორძინება. მან აქცია იტალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის კონკურენტულ გუნდად და რაც მთავარია ეს ბაჯომ მარტომ მოახერხა. ის დაუვიწყარი ფორვარდია როგორც ნაკრებისთვის ასევე იმ კლუბებისთვის, სადაც მოღვაწეობდა თავისი კარიერის განმავლობაში. გორდონ ბანკსი – მეკარე, რომელიც აღიარა მთელმა მსოფლიომ. მისი თამაშები იყო ერთგვარი წარმოდგენა ნებისმიერი გუნდის, ნაკრების გულშემატკივრისთვის. გორდონ ბანკსის თამაშს ბრაზილიელი პელეს წინააღმდეგ Save of the Century – უწოდეს და დღემდე დაუვიწყარ მომენტად ითვლება მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში. ფრანც ბეკენბაუერი – გერმანელებმა მას Fußball-Kaiser უწოდეს. მან არაერთი სამაგალითო თამაში აჩვენა. დევიდ ბექჰემი – ვინ არ იცის დევიდის შესახებ?! ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც სახელი ჯარიმების საუცხოო შესრულებით გაითქვა. კაცი, რომელმაც ცოლად მოიყვანა მსოფლიო დონის ვარსკვლავი და უამრავი სკანდალი მის სახელთან დაკავშირებული, რამაც ფეხბურთელი ერთი-ორად ცნობილი გახადა. დენის ბერგკამპი – "მფრინავი ჰოლანდიელი” როგორც მას უწოდებდნენ. ფორვარდი, რომელმაც იტალიური ფეხბურთი ინგლისურით ჩაანაცვლა და პრემიერ ლიგაში არსენალს დიდება მოუტანა. მას შეიძლება ვუწოდოთ ყველაზე მომგებიანი "იმპორტული ფეხბურთელი” ევროპაში. ჯორჯ ბესტი – არ ვიცი რა შეიძლება ითქვას ამ ფეხბურთელზე. ბევრი ამბობდა რომ ის ყველაზე საუკეთესო იყო, თვით პელეს და მარადონას სჯობდა. მისი კარიერა მართლაც პროგრესულად წინ მიიწევდა, მაგრამ როდესაც ის პიკზე მივიდა შეშინდა და დასასრული მისი მოღვაწეობის არაადეკვატური აღმოჩნდა ერიკ კანტონა – როგორც ბექჰემი და ბესტი, ისიც მანჩესტერ იუნაიტედის 7 ნომერს ატარებდა. ის იყო 90-იანი წლების მანჩესტერის გმირი და მისი წარმატებების თუ წარუმატებლობების მომსწრე Old Trafford-ი იყო. ეუსებიო – 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს ბუცის მფლობელი. ფეხბურთელი, რომელმაც არც თუ ისე ცნობილი "ბენფიკა” ერთერთ წარმატებულ ევროპულ კლუბად აქცია. ლუიშ ფიგუ – პორტუგალიელი ფორვარდი, რომელიც 90-იანი წლებიდან მოყოლებული ლეგენდარულ ფეხბურთელად ითვლება. ფიგუ იყო "ოქროს თაობის” წევრობის პრეტენდენტი, თუმცა მისი ბოლო წლები არც ისე შედეგიანი აღმოჩნდა მისი ქვეყნისთვის და ეს მიზანიც მიუღწეველი დარჩა. პაულო მალდინი – ფეხბურთელი, რომელიც დღესაც ლეგენდად ითვლება. მიუხედავად იუვენტუსის ფანობისა, მალდინიმ შეძლო მილანისთვის ყველა იმ ტიტულის მოპოვება, რამაც მილანის ისტორია გაამდიდრა. მისი ფანები დღემდე მოწიწებითა და სიყვარულით ადევნებენ თვალს მის განვლილ ისტორიულ მატჩებს. რათქმა უნდა ეს მხოლოდ მცირედია იმ დიდი ისტორიისა, რასაც მსოფლიო ფეხბურთის ისტორია ჰქვია. ჩვენ ეტაპობრივად შემოგთავაზებთ ყველა იმ ადამიანის მოკლე ისტორიას, რომლებმაც მოახერხეს და გახდნენ ლეგენდარული ფეხბურთელები.