გამარჯობათ ლევან.პირველ რიგში მაინტერესებს თავს როგორ გრძნობთ? -თავს საკმაოდ კარგად ვგრძნობ,უბრალოდ ცოტა ვსიცხიანობ,მაგრამ 2დღეში გამივლის.რაც მთავარია ტრავმები არ მაწუხებს.
როგორც ვიცი მცირე ტრავმა გქონდათ.ახლა როგორ გრძნობთ თავს? -კი პატარა ტრავმა მქონდა-ნეკნი მქონდა დაზიანებული მორტყმულისგან და ტკივილი მიშლიდა ხელს.ვერც გამაყუჩებელი მიჩერებდა,რომ მეთამაშა.ეხლა უკვე ეს პრობლემა მოხსნილია და არაფერი მაწუხებს.
როგორი ვითარებაა კლუბში? -კლუბში გუშინდელი გამარჯვების შემდეგ უკეთესი ვითარებაა.იმედია შემდეგ ტურშიც ესე გაგრძელდება.
რამე სერიოზული შემოთავაზება ხომ არ გქონიათ რომელიმე გუნდისგან? -დაინტერესებები იყო,მაგრამ წელს ემპოლიში უნდა დავრჩე.ასე გადავწყვიტე მეც და გუნდის ხელმძღვანელობამაც.მომავალ წელს რა იქნება არ ვიცი...
როგორი ხასიათის ფეხბურთელები თამაშობენ თქვენს კლუბში? -ჩემს გუნდში ბევრი საინტერესო ფეხბურთელი თამაშობს.არიან გამოცდილებიც და ახალგაზრდები,რომლებიც სერია "ბ"-ში პირველად თამაშობენ წელს...ხასიათს რაც შეეხება უმეტესობა მაინც ახალგაზრდაა და აგრესიული ფეხბურთელებია უმეტესობა...
თქვენი საყვარელი ფეხბურთელი და გუნდი. -მადრიდის რეალი.ბავშვობიდან ამ გუნდის გულშემატკივარი ვიყავი და საყვარელი ფეხბურთელი სულ ყოველთვის ბრაზილიელი რონალდო იყო.
რას ნიშნავს შენთვის სიტყვა "საქართველო"? -ყველაფერს...საქართველო ყველა ქართველის ხატია და ამას თან ატარებს,სადაც არ უნდა იყოს.მეც ერთერთი ქართველი ვარ,რომელიც ქართველობით ამაყობს და იცავს.
როგორც იცი,9თებერვალს საქართველოს ეროვნული ნაკრები გამართავს ამხანაგურ შეხვედრას სომხეთის ნაკრებთან,ხოლო 26მარტს შინ უმასპინძლებს ხორვატიას.როგორია თქვენი აზრი ამ თამაშებთან დაკავშირებით და საერთოდ თქვენი აზრი ამჯამინდელ ეროვნულ ნაკრებზე? -საქართველოს ნაკრები ისე გამოიყურება,როგორც არასდროს.მიხარია.და ამას მარტო ჩვენ არა,ამას მთელი მსოფლიო ამჩნევს და ამბობს,რომ მოუმატა ჩვენმა ნაკრებმა თამაშს.რაც შეეხება ამ ორ თამაშს,ვფიქრობ,ორივე თამაში ჩვენი ნაკრებისთვის გადამწყვეტია,იმიტომ რომ ამ ეტაპზე ნაკრები მოგებას ეჩვევა და თუ სომხებთანაც მოვიგებთ სასიამოვნო იქნება ბიჭებისთვის ხორვატიასთან მატჩზე კარგი განწყობით გავლენ.მჯერა,რომ მოვიგებთ კიდეც...
თუ ქეცბაიამ დაგირეკა და გითხრათ:"ლევან,ჩამოდი უნდა ითამაშო",როგორ მოიქცევით? -თუ ღირსი ვიყავი და ქეცბაიამ გამომიძახა,რა თქმა უნდა ჩამოვალ-ამას რა პასუხი უნდა.
როგორც შევიტყვეთ დაოჯახებას აპირებთ ხო? -დღე და რიცხვი არ ვიცი,მაგრამ ახლო მომავალში დავოჯახდები...
მინდა მოგილოცო და ბედნიერება გისურვოთ. -გაიხარე.დიდი მადლობა.შენთვის ჯერ ადრეა,მერე მე მოგილოცავ პირველი: ))
ბოლო კითხვა,რომელიც მსოფლიოს მოსვენებას არ აძლევს.მესი თუ რონალდუ? -არცერთი.ხავი...
დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის.წარმატებებს გისურვებ. -არაფერს.დიდი მადლობა შენ.ასევე შენც გისურვებ წარმატებებს პირად ცხოვრებაში,თორე უკვე ვეღარ გავიგე რა პროფესიას ატარებ: )) შენ ადგილზე ამ საქმეს გავყვებოდი:D
|