ლევან ყენია: “ფეხბურთის სამყაროში მოულოდნელად არაფერი მოდის” - 16 იანვარს 2011 - All For Football
მთავარი » 2011»იანვარი»16 » ლევან ყენია: “ფეხბურთის სამყაროში მოულოდნელად არაფერი მოდის”
02:19
ლევან ყენია: “ფეხბურთის სამყაროში მოულოდნელად არაფერი მოდის”
ის ჯერ მხოლოდ 19 წლისაა, იმ ასაკში, როცა ფეხბურთელთა უმეტესობა პირველ ნაბიჯებს დგამს საკუთარ პროფესიონალურ კარიერაში. ლევან ყენიამ კი მოახერხა და ჯერ 2004–2005 წლებში თბილისის "დინამოში”, შემდეგ კი 2005–2007 წლებში თბილისის "ლოკომოტივში” თამაშობდა. იგი მალე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად იქცა და ბუნდესლიგის კლუბ "შალკე 04”-შიც ჩაირიცხა. ეს ალბათ მხოლოდ დასაწყისია... მისი საფეხბურთო კარიერა, როგორც საერთოდ ბევრი ბავშვისთვის, ჩვეულებრივად – ეზოში დაიწყო, შემდეგ ფეხბურთზე სიარულიც დაიწყო. ლევან ყენიას ფეხბურთი რომ არ ეთამაშა და ამ სფეროში არ მიეღწია წარმატებისათვის, მაშინ ალბათ აუცილებლად მოჰკიდებდა ხელს სწავლას სერიოზულად. თუმცა, ისე, არც ბეჯითობით გამოირჩეოდა ოდესმე. ლევანის აზრით, მისი წარმატებში არა მარტო ნიჭმა, არამედ სხვა ფაქტორებმაც, თუნდაც გამართლებამ, ითამაშეს დიდი როლი. ფეხბურთი ისეთი სპორტია, რომ ამ სამყაროში მოულოდნელად არაფერი მოდის, ყველაფერი დიდი შრომისა და მოლოდინის ხარჯზე მიიღწევა. ასე იყო ლევან ყენიასთვისაც. მისთვის ძალზე ძნელი იყო უცხო ქვეყანაში, ახალ სამყაროში ცხოვრების დაწყება, მაგრამ ლევანმა იცის, რომ ფეხბურთელს შეიძლება ბევრგან მოუწიოს გადასვლა, ამ აზრს წინასწარ შეგუებულია. "ჯობს ამ ყველაფერს ახალგაზრდულ ასაკში მიეჩვიო” – ასე ფიქრობს იგი. მას შემდეგ, რაც ევროპაში ცნობილი გახდა, ამ ქართველი ფეხბურთელის მიმართ ადამიანების დამოკიდებულება შეიცვალა: "თითქოს ყველა უფრო მეტად ყურადღებიანი გახდა, მაგრამ ჩემთვის ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. საერთოდ კი, მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა ალბათ კომფორტული არ არის. ზოგჯერ მაღიზიანებს ხოლმე” – ასეთია ლევან ყენიას აზრი. ლევან ყენიას ძალიან ბევრ რამეზე უწევს უარის თქმა იმისათვის, რომ მაღალი დონის კლუბში (სადაც კონკურენციაც მაღალია) შესაბამისად ითამაშოს, ფორმა არ დაკარგოს და ძირითად შემადგენლობაშიც დაიმკვიდროს ადგილი. "მე რასაც ვაკეთებ, ამ ყველაფრის გაკეთების სურვილი თავად მაქვს და შესაბამისად ამგვარი განწყობა მიადვილებს კიდეც საქმეს. პირიქით, ასე რომ არ გამეკეთებინა, ალბათ მაშინ იქნებოდა რთული”- ამბობს ლევანი. ამ დროისათვის ლევან ყენიას ეროვნულ ნაკრებში 13 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი. ბუნდესლიგაში ჯერ მატჩი არ ჩაუტარებია და არც ევროპულ ასპარეზზე გაუტანია გოლი. 16 საერთაშორისო მატჩიდან 10 გერმანული კლუბისთვის აქვს ჩატარებული, სადაც 3 გოლი გაიტანა. როგორც თვითონ ამბობს, მისი, ცოტა არ იყოს, არასტაბილური თამაშის მიზეზი თავიდან შესაძლოა იყო ის, რომ მწვრთნელი არ ენდობოდა, შემდეგ კი ტრამვამ შეაწუხა და მისმა მკურნალობამ გარკვეული დრო წაიღო. იმედი აქვს, რომ მწყობრში მალე ჩადგება და სათანადო დონეზეც ითამაშებს. ლევან ყენიას 2012 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი "შალკე 04”-თან.