ესპანეთის ჩემპიონატის 20-ე ტურის მატჩში "ბარსელონა" "რასინგს" მასპინძლობდა, სადაც შეხვედრის 33-ე წუთზე მესიმ გოლი გაიტანა, რის შემდეგაც ის ტელეკამერებისკენ გაიქცა და საქვეყნოდ აჩვენა ყველას მაისური, სადაც მილოცვა ეწერა. წითელ მაისურზე შავად ეწერა:"დაბადების დღეს გილოცავ, დედა!".
მთავარმა არბიტრმა იგნასიო იგლესიას ვილიანუევამ არ დასაჯა არგენტინელი ფეხბურთელი ყვითელი ბარათით, თუმცა შეიტანა შენიშვნა მატჩის სადისციპლინო კომიტეტში. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ და სადისციპლინო კომიტეტებმა ლიონელ მესის 2 ათასიდან 3 ათას ევრომდე ჯარიმა დააკისრა.