"ლივერპულის" გულშემატკივარმა ფერნანდო ტორესმა არ იცის, სახელს რა უყოს - 12 თებერვალში 2011 - All For Football
მთავარი » 2011»თებერვალი»12 » "ლივერპულის" გულშემატკივარმა ფერნანდო ტორესმა არ იცის, სახელს რა უყოს
20:11
"ლივერპულის" გულშემატკივარმა ფერნანდო ტორესმა არ იცის, სახელს რა უყოს
"ლივერპულის" გულშემატკივარმა, რომელმაც სახელი ფერნანდო ტორესად გადაიკეთა, არ იცის თავისი კუმირის "ჩელსიში" გადასვლის შემდეგ რა ქნას.
36 წლის შონ მაკკორმაკმა სახელი ფერნანდო ტორესად 2009 წლის დეკემბერში გადაიკეთა, მაგრამ უკვე ერთი წლის შემდეგ თავისი საქციელის სისწორეზე ღრმად დაფიქრდა. ნანდოს "ჩელსიში" გადასვლის შემდეგ, ის, თავისივე თქმით, შოკშია. "არ ვიცი, ახლა რა ვქნა, - წუხს სკანთორპის მცხოვრები. - ალბათ სახელის ისევ შეცვლა მომიწევს."
იმ დაწესებულების წარმომადგენლებმა, სადაც სახელები იცვლება, "ფერნანდო ტორესს" უკვე შესთავაზეს სახელი ენდი კეროლად შეიცვალოს.
"მას ყოველთვის შეუძლია სახელი სულ რაღაც 15 ფუნტად შეიცვალოს. გინდაც ენდი კეროლი დაირქვას. ჩვენთან ყოველდღე მოდის ხალხი და სახელს იცვლის", - განაცხადეს დაწესებულებაში.