ჩელსის ფორვარდმა ფერნანდო ტორესმა განაცხადა, რომ ენფილდი გუნდში
წარმოქმნილი ქაოსის გამო დატოვა. მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციების
შემდეგ ტომ ჰიკსმა და ჯორჯ ჯილეტმა გაყიდეს ლივერპული და მოვიდნენ ახალი
მფლობელები. თუმცა "ელ ნინიოს" ეს ნაკლებად აღელვებდა, მას მხოლოდ
ტიტულების მოგება სურდა: "ვიცი, რომ ვერცერთი ლივერპულის
ქომაგი ვერ გამამართლებს, მაგრამ მე ასე გაგრძელება აღარ შემეძლო. გუნდის
გარშემო უამრავი აურზაური იყო, რაც ხელს მიშლიდა კარიერულ წინსვლაში."
"ლივერპულმა ატლეტიკო მომაგონა, ისევ დიდი კლუბი მდიდარი ისტორიით, მაგრამ კვლავ ფინანსური პრობლემებით."-განაცხადა ესპანელმა Marca-თან საუბარში.
ტორესი კმაყოფილია ჩელსიში მიმდინარე სიტუაციით, გუნდის სატრანსფერო პოლიტიკით, რასაც უკრიტიკებს ლივერპულს: "ჩელსის
ყველა რგოლში უმაღლესი კლასის ფეხბურთელები ჰყავს, რაც გუნდს ყველა
ტურნირში კონკურენტუნარიანს ხდის. ლივერპულში ბევრი რამ არის
გამოსასწორებელი, პირველ რიგში ტრანსფერებია საჭირო, რათა გუნდმა შეძლოს
მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა."-დაასრულა ტორესმა.