ლუის ოსკარ ან მოკლედ რომ ვთქვათ,ლუჩო გონსალესი 1981 წელს არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში დაიბადა.დღესდღეობით პორტუგალიურ პორტოში ირჯება,ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე.მას კარგად ეხერხება მოკლე და გრზელი გადაცემები.ასევე საჯარიმო დარტყმებიც. სახელი:ლუის ოსკარ გონსალესი დაბადების თარიღი:19 იანვარი 1981 წელი(27 წლის) დაბადების ადგილი:ბუენოს აირესი,არგენტინა სიმაღლე:1,87 მეტრი სათამაშო პოზიცია:ნახევარმცველი ნომერი მაისურაზე:8 ამჟამინდელი კლუბი:პორტო(პორტუგალია)
ჯილდოები
რივერ პლეიტთან ერთად კლაუსურა(2003/2004)
პორტოსთან ერთად პორტუგალიის ჩემპიონი(2005/2006,2006/2007,2007/2008) პორტუგალიის თასის მფლობელი(2005/2006) პორტუგალიის სუპერ თასის მფლობელი(2005/2006) არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან ერთად 2004 წლის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალოსანი საკლუბო კარიერა
14 წლიდან ლუჩო გონსალესი,არგენტინულ ჰურაკანში თამაშობდა.მისი ოფიციალური დებიუტი კლაუსურაში,ჰურაკანის მაისურით 1999 წელს მოხდა. 2002 წელს ის შეიძინა არგენტინულმა გრანდმა,რივერ პლაიტმა.ამ კლუბთან ერთად ლუჩომ 2004 წელს კლაუსურა მოიგო. 2005 წელს ამ ფეხბურთელს პორტოს ხელმძღვანელობა დაუკავშირდა და რივერ პლეიტს მის სანაცვლოდ 3.6 მილიონი ევრო შეთავაზა.ლუჩო ამ წინადადებას დათანხმდა და პორტოსთან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მალევე პორტოში ახალი კაპიტანი გახდა და 2007 წელს ინგლისურმა ევერტონმა,პორტუგალიის ჩემპიონს მის სანაცვლოდ 11 მილიონი ევრო შესთავაზა,თუმცა ლუჩომ კლუბში დარჩენა ამჯობინა და პორტოსთან ხელშეკრულება 2011 წლამდე გაახანგრძლივა. სანაკრებო კარიერა
მარესლო ბიელსას ხელმძღვანელობით არგენტინელმა 2003 წელს,ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა ჰონდურასთან.მას მწვრთნელი 2004 წლის კოპა ამერიკაზეც ენდო და პერუში გასამართ ტურნირზე წაიყვანა.ლუჩომაც იმედები გაამართლა და ტურნირზე 2 გოლი გაიტანა.მიუხედავად მისი წარმატებული თამაშისა,არგენტინამ ფინალში ბრაზილიასთან პენალტების სერიაში წააგო. 2004 წელს იმ არგენტინელი ფეხბურთელების სიაში იყო,რომლებმაც ოლიმპიური თამაშები მოიგეს. 2005 წელს არგენტინას ფიფას კონფედერაციის თასის მეორე ადგილზე გასვლაში დაეხმარა. 2006 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ამოყო თავი,თუმცა მასპინძელ გერმანიასთან დამარცხდა. 2007 წელს,კი ალფო ბასილეს გუნდშიც მიიწვიეს კოპა ამერიკაზე,სადაც არგენტინამ ფინალში ბრაზილიასთან კიდევ ერთხელ წააგო.