მანჩესტერ იუნაიტედისა" და მარსელის "ოლიმპიკის" თავკაცებმა,პრესას,გუშინდელი მატჩისგან მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარეს.
"თამაშმა მე იმედები გამიცრუა.მოედანი "ოლიმპიკზე"
ნორმალურ მდგომარეობაში იყო.ეჭვგარეშეა,რომ ჩვენ საკუთარი თავისგან მეტს
მოველოდით,მაგრამ "მარსელმა" ყველაფერი გააკეთა რათა კარები მშრალად
შეენახა.საბოლოო შედეგი,0:0,რა თქმა უნდა არ გვაწყობს,რადგან იმ
შემთხვევაში თუკი ფრანგები გოლს გაიტანენ "ოლდ ტრაფორდზე" საკმაოდ რთულ
მდგომარეობაში აღმოვჩნდებით.ასე,რომ ჩვენ მოგებაღა დაგვრჩენია."_განაცხადა სერ ალექს ფერგიუსონმა.
დიდიე
დეშამის კომენტარი uefa.com_თან: "მნიშვნელოვანი იყო,რომ გოლი არ
გაგვეშვა.ეს მოვახერხეთ.მეორე ტაიმის 20–25 წუთის მანძილზე საკმაოდ კარგად
თამაშობდა გუნდი,მაგრამ სქოულზის მოედანზე გაყვანით და სათამაშო სქემის
4–4–2_ზე გადაკეთებით მოწინააღმდეგემ თამაშის სადავეები ხელთ
იგდო,რითიც,მერამდენედ უკვე,საკუთარი დონე და კლასი დაამტკიცა.ჩემმა
ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს,ბოლომდე იბრძოლეს.ახლა მთავარია გასვლითი
მატჩი.არანაკლები შანსი ჩვენც გვაქვს,რადგან ანგარიში 0:0 დარჩა.თუმცა აქაც
უნდა ვაღიაროთ,რომ ფავორიტი კვლავ "მანჩესტერ იუნაიტედია".
მე კი შეგახსენებთ,რომ განმეორებითი მატჩი 15 მარტს შედგება.