ახლოვდება "ოქროს ბურთის" დაჯილდოება, სულ ორიოდე დღეში გახდება ცნობილი თუ ვინ იყო გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი "ფიფას" ვერსიით". ერთ–ერთმა გავლენიანმა ტელეკომპანიამ "TVE" – მ მას ინტერვიუ ჩამოართვა, არგენტინელმა ისაუბრა ინიესტაზე ჩავიზე და ასევე პეპ გვარდიოლაზე. "გვარდიოლა – პირადად ჩემთვის საუკეთესო მწვრთნელი და საუკეთესო ადამიანია. იგი ჩვენთვის სულის ჩამდგმელია. მან ძალიან ბევრი მიაღწია არცთუ ისე დიდი ხნის მოღვაწეობის შემდეგ მწვრთნელობის რანგში. მან თავისი და "ბარსელონას" საქმე 5 იანზე იცის. მართალია ფეხბურთს არა ის არამედ ჩვენ ვთამაშობთ, მაგრამ წარმატების მთავარი საწინდარი სწორედ პეპია. იგი ყველაფერს ისე აკეთებს როგორც ეს საქმეს ჭირდება". მოგახსნებთ, რომ გვარდიოლამ თავისი მოღვაწეობა დაიწყო 2008 წელს სამწვრთნელო რანგში, მან პირველივე წელს გუნდს 6 ტიტული მოაგებინა, მან პირველივე წელს მიიღო აღიარება ყოველნაირი გამოკითხვის მიხედვით, იგი საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა 2008 / 09 სეზონის. ინტერვიუს დასასრულს მესიმ ჩავიზე და ინიესტაზე ისაუბრა. "ძალიან კარგია, რომ "ოქროს ბურთი" " ლა მასიაში" კერძოდ კი "ბარსელონაში" დარჩება. ჩავი და ინიესტა ამ ტიტულს ნამდვილად იმსახურებენ".