ხშირად "ბარსელონას" სუპერვარსკვლავს ლეო მესის ადარებენ დიეგო არმანდო მარადონას, ამ ორი ადამიანის სტილი ძალიან ჰგავს ერთმანეთს.
"ჩემს თამაშის სტილში არაფერი შეცვლილა. ვთამაშობ ისე, როგორც ამას ბავშობაში ვაკეთებდი. ფეხბურთი ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილია, არ ვიცი, რომ არა ეს თამაში ახლა რა ვიქნებოდი, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი წარმატებული არ ვიქნებოდი, მე ყოველთვის მადლობელი ვარ პირველ რიგში ჩემი მშობლების და შემდეგ რა თქმა უნდა ჩემი დამრიგებლების, რომლებმაც ბურთის გორაობიდან დიდ ფეხბურთამდე ყველაფერი, როგორც ანბანი ისე მასწავლეს".
"მართალია ჩემი როლი გუნდში ცოტა შეიცვალა. ახლა ცენტრალურ თავდამსხმელს ვთამაშობ, ბავშობაში გარემარბობა მერჩივნა, მაგრამ ცენტრ – ფორვარდობაზეც არ ვამბობ უარს. გვარდიოლასგან არ ვარ შეზღუდული, მაქვს შანსი ვიყო თავისუფალი ფეხბურთელი მოედანზე, ამიტომაც ძალიან ხშირად შეტევების წამოწყება სიღრმიდან მსურს, მიყვარს ბურთის გათამაშება პარტნიორებთან ერთად".
"მართალია ჩემი და დიეგო არმანდოს თამაშის სტილი ძალიან ჰჰგავს ერთმანეთისას, მაგრამ ჩემი და მისი შედარება უბრალოდ სასაცილოა. მე ჯერ კიდევ ბევრი მაქვს დასამტკიცებელი, მინიმუმ მსოფლიოს ჩემპიონი უნდა გავხდე, რომ ასეთ დიად ფეხბურთელს შევედარო. ძალიან ბევრ ფეხბურთელს უწინასწარმეტყველებდნენ არგენტინაში მარადონობას, ჯერ იყოდა პაბლო აიმარი, შემდეგ ხავიერ სავიოლა, მაგრამ მინდა, რომ ერთი რამ ყველამ იცოდეს, დიეგო ერთადერთია და განუმეორებელი" – დაასრულა ლეომ.