როგორც იცით, "ფიორენტინა" შემდეგ მატჩს ნეაპოლში, "ნაპოლის" წინააღმდეგ გამართავს, რომელმაც წინა ტურში ტურინის "იუვენტუსი" გამანადგურებელი ანგარიშით, 3-0 დაამარცხა და სამივე გოლის ავტორი, "ნაპოლის" ურუგუაელი თავდამსხმელი, ედონსონ კავანი გახდა.
ამის შემდეგ, "ფიორენტინას" მთავარმა მწვრთნელმა, მიხაილოვიჩმა ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ამჟამად ედისონ კავანი უფრო ძლიერია, ვიდრე ზლატან იბრაჰმოვიჩი.
"ჩვენ ვიცით, რომ უნდა შემდეგ მატჩში უნდა ვეთამაშოთ გუნდს, რომელმაც ტურინის "იუვენტუსი", ანგარიშით 3-0 დაამარცხა, თუმცა მიუხედავად ამისა, თუ ჩვენ ვაჩვენებთ ჩვენს თამაშს ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რათა მატჩი ჩვენს სასარგებლოდ წარიმართოს.