დღეს განახლდება ჩემპიონთა ლიგა. თბილისის დროით 23:45 საათზე
დაიწყება მატჩი "სან სიროზე”, "მილანსა” და ლონდონის "ტოტენჰემს” შორის.
სამშაბათი, 15 თებერვალი
სტადიონი: "სან სირო”
დასაწყისი: 23.45
მსაჯი: სტეფან ლანუა
ჩემპიონთა ლიგაზე "მილანს” ვერ დაეხმარებიან ზამთრის სატრანსფერო
ფანჯრის დროს შეძენილი ფეხბურთელები – ანტონიო კასანო, ურბი ემანუელსონი და
მარკ ვან ბომელი. ამიტომ ალეგრის უფრო მეტი თავსატეხი ექნება ჩემპიონთა
ლიგაზე, ვიდრე სერია ა-ში. ამას გარდა მასპინძლებს ტრავმირებული
ფეხბურთელებიც ჰყავთ – მასიმო ამბროზინი, ანდრეა პირლო და პრინს ბოატენგი.
მოედნის ცენტრში აშკარაა ფეხბურთელების ნაკლებობა, ამიტომ ალეგრიმ შეიძლება
ამ პოზიციაზე მცველი ტიაგო სილვა დააყენოს. დაცვის ცენტრში კი ნესტას
გამოცდილი იეპესი შეუწყვილოს.
ცენტრში ტიაგო სილვას ჯენარო გატუზო და მატიე ფლამინი უნდა შეუწყვილდნენ.
ნაკლებად სავარაუდოა გამოუცდელი მერკელის ძირითადში დაყენება. მათზე წინ
ითამაშებს კლარენს ზეედორფი, ისევე როგორც "პარმასთან” მატჩში. ზლატან
იბრაჰიმოვიჩს შეტევაში რობინიო ან პატო დაეხმარება.
დიდი დანაკლისი აქვს ჰარი რედნაპის "ტოტენჰემს”. გუნდს ვერ დაეხმარება ერთ-ერთი ლიდერი, გარეთ ბეილი.
უელსელ ფეხბურთელს ზურგის პრობლემები აწუხებს. ეს დიდი შვება უნდა იყოს
მასპინძლებისათვის, მართალია კრანჩარიც არ არის ცუდი ფეხბურთელი, მაგრამ
ისეთი რეაქტიულად სწრაფი არ არის როგორც ბეილი. კითხვის ნიშნის ქვეშ არის
ვან დერ ვაარტის და პიტერ კრაუჩის თამაშიც. მოედანზე გამოსვლის მცირე შანსი
აქვს მოდრიჩს, რომელმაც არც თუ ისე დიდი ხნის წინ გაიკეთა ოპერაცია.
ქაბულს, კინგს და ჰადლსტოუნს თამაშის არანაირი შანსი არ აქვთ, ისევე როგორც
დისკვალიფიცირებულ ჯენასს.
მოედნის ცენტრს დაიკავებს უილსონ პალასიოსი. მისი და კრანჩარის გარდა
ნახევარდაცვაში წესით აარონ ლენონმა და სტივენ პიენაარმა უნდა იმოქმედონ.
დანარჩენ პოზიციებზე ცვლილებები არ იგეგმება. წინ – ვან დერ ვაარტი და
კრაუჩი. გომესი, ჩორლუკა, გალასი, დოუსონი და ასუ-ეკოტო კარის დაცვაზე
იზრუნებენ.
საკვანძო დაპირისპირებები
იბრაჰიმოვიჩი – გალასი, დოუსონი
შვედ თავდამსხმელს უკვე ზედიზედ მესამე ტურია ვერ გააქვს გოლი, თუმცა
რათქმაუნდა ეს არ ამცირებს მის სისახიფათოვეს. ზლატანი კარგად გამოიყურება
ასისტენტის როლში, ამიტომ "ტოტენჰემის” მცველებს ორმაგად ყურადღებით თამაში
მართებთ – ძნელი სათქმელია, რომელ ოსტატობას გამოიყენებს ის ამა თუ იმ
ეპიზოდში.
ნესტა, იეპესი – კრაუჩი
ალესანდრო და მარიო სიმაღლის მიხედვით არავის ჩამოუვარდებიან სერია ა-ში,
მაგრამ სულ სხვა საქმეა პიტერ კრაუჩი. 90 წუთის მანძილზე დიდი ბრძოლის
გადატანა მოუწევთ ამ ფეხბურთელებს.
ტიაგო სილვა – ვან დერ ვაარტი
მასიმილიანო ალეგრის სულ უფრო და უფრო ხშირად, ძალაუნებრივად უხდება ტიაგო
სილვას ნახევარდაცვაში დაყენება. ბურთის ართმევაზე ის სუფთად თამაშობს,
როგორც გამოჩნდა კარგი პასიც ჰქონია. საინტერესოა ვან დერ ვაარტის დონის
ფეხბურთელთან როგორ ითამაშებს ის დღეს.
სავარაუდო შემადგენლობები
"მილანი”: აბიატი, აბატე, ნესტა, იეპესი, ანტონინი, ფლამინი, ტიაგო სილვა, გატუზო, ზეედორფი, იბრაჰიმოვიჩი, რობინიო.
"ტოტენჰემი”: გომესი, ჩორლუკა, დოუსონი, გალასი, ასუ-ეკოტო, ლენონი, პალასიოსი, კრანჩარი, პიენაარი, ვან დერ ვაარტი, კრაუჩი.
ტრავმირებულები: ამბროზინი, პირლო, ბოატენგი, ინძაგი, ძამბროტა, სტრასერი – ბეილი, ქაბული, კინგი, ჰადლსტოუნი.
დისკვალიფიკაცია: ჯენასი ("ტოტენჰემი”).
|