მოსკოვის ცსკა-ს დუბლებში 17 წლის ქართველი ფეხბურთელი გამოჩნდა – დავით ხურციძე. მასზე ისაა ცნობილი, რომ რუსეთის მოქალაქეა და 1993 წელსაა დაბადებული. რუსული საიტების ცნობით, ხურციძეს დაცვაშიც შეუძლია თამაში და ნახევარდაცვაშიც. ჭაბუკი ფეხბურთელი ცსკა-ს დუბლებში აიყვანეს და რამდენიმე მატჩში ითამაშა: - "ამკართან” 0:0 და შვედურ "მიალბიუსთან” 2:1.