მადრიდის "რეალის” თავკაცმა ჟოზე მოურინიომ აღტაცება გამოხატა თავისი
ფეხბურთელების მოქმედებით, რომლებმაც რიცხობრივ უმცირესობაშიც მოახერხეს
"ესპანიოლის” დამარცხება (0:1) ლა ლიგის 23 ტურის შეხვედრაში.
"ხუთი ქულა. ეს გამარჯვება ხუთ ქულას უდრის. გუშინდელი შეხვედრა ძალიან
მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. მართლაც ურთულესი თამაში ჩავატარეთ ნამდვილად
ძლიერ მოწინააღმდეგესთან. მეორე წუთზე იკერის გაძევება, ახალგაზრდა
გამოუცდელი მეკარის დებიუტი, დი მარიას მოედნიდან გაყვანა- ძალიან უიღბლო
დასაწყისი იყო. მეორე წუთიდან მთელი ესპანეთი ფიქრობდა, რომ ჩვენ ვერ
შევძლებდით გამარჯვებას, მაგრამ მაინც მოვახერხეთ”.
"მე, რომ "ბარსას” ადგილზე ვიყო ძალიან კმაყოფილი ვიქნებოდი, რადგან
დღესდღეობით კარგ სიტუაციში არიან. თუმცა ისინი წნეხს განიცდიან. მდევარი
უკვე ძალზედ ახლოს ჰყავთ, მათემატიკურად ყველაფერი შესაძლებელია. წინ
ჩემპიონთა ლიგიაა, ეს კი ყურადღებას კიდევ უფრო მოუდუნებს მათ. ისიც უნდა
ითქვას, რომ არანაკლებ რთული მატჩები გველის ჩვენც, მაგრამ იმედი მაქვს 1/8
ფინალური ეტაპის გადალახვა არ გაგვიჭირდება”.
"არ ვიცი იყო თუ არა იმ ეპიზოდში კასილასი გასაძევებელი. უფრო სწორად
ვთვლი, რომ მსაჯი შეცდა. იკერი უკმაყოფილოა, რადგან მას შემდეგი შეხვედრის
გამოტოვება მოუწევს, თუმცა ლაოსი კარგი არბიტრია, მომწონს, იგი გუნდებს
თამაშის საშუალებას აძლევს და არ უსტვენს ხშირად”.
"პეპემ ფანტასტიკური შეხვედრა ჩაატარა, ადებაიორი კი სამი კაცის
სამუშაოს ასრულებდა. ყველანი კარგები იყვნენ. ანტონიოს დებიუტიც
შესანიშნავი გამოვიდა. იგი ისე მოქმედებდა, როგორც ნებისმიერი გამოცდილი
გოლკიპერი. მინდა ეს წარმტაება გუნდის ყველა მეკარეს და მათ მწვრთნელებს
მივულოცი, ჩემი აზრით ისინი საუკეთესონი არიან მთელ მსოფლიოში”. -განაცხადა
მოურინიომ.
|