მოურინიო: რონალდოს ზოგიერთებივით პრივილეგიები არ აქვს
"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ აღნიშნა, რომ კრიშტიანუ რონალდო მოედანზე თავს არასდროს უფრთხილდება. "კრიშტიანუ თამაშში ყოველთვის ყველაფერს დებს. ეს ზოგიერთებს აქვთ პრივილეგიები -მეტოქეებს ფეხები უკან მიაქვთ, რათა მათთან ხისტ შეტაკებებს თავი აარიდონ. რონალდო თავისი სიმაღლით (185 სანტიმეტრი) ძალისმიერად გამოიყურება, რაც დარტყმების ატანის საშუალებას აძლევს. სწორედ ამას ფიქრობენ მის წინააღმდეგ მოთამაშე მეტოქეები", - თქვა მოურინიომ. ესპანეთში ივარაუდეს, რომ "ზოგიერთებში" მოურინიომ "ბარსელონას" ფორვარდი ლიონელ მესი იგულისხმა. სტატისტიკის მიხედვით, რონალდუ მეტოქეებს წესების დარღვევას ორჯერ უფრო ხშირად აიძულებს, ვიდრე მესი. მიმდინარე სეზონში პორტუგალიელის წინაარმდეგ 84-ჯერ დაჯარიმდნენ, არგენტინელის წინააღმდეგ კი 48-ჯერ.
au siamovnebit shevaginebdi :@ sheni . :@ maurinho sad is ro kacze midis da jarimas da penals itxovs da sad is ro bolomde ibrdzvis da tu waiqca dgeba da mirbis pu sheni :@