პრემიერ ლიგის ყოფილი მსაჯი გრემ პოლის განცხადებით,მარტინ ატკინსონის
გადაწყვეტილებები „იუნაიტედს" სტემფორდ ბრიჟზე ძვირად დაუჯდა.იგი
დაეთანხმა სერ ალექს ფერგიუსონს,რომელმაც მკაცრად გააკრიტიკა მთავარი
მსაჯი.
პოლი თვლის,რომ ატკინსონის მიერ მიღებული ასეთი სერიოზული
გადაწყვეტილებები მცდარი იყო.მას სულაც არ უკვირს ის,რომ ფერგიუსონი
აღშფოთებულია მსაჯთა კორპუსით.
Daily Mail-თან ინტერვიუში გრემ პოლმა განაცხადა:"მსაჯები
ასეთ სერიოზულ მატჩებში,ძალიან დიდი დაკვირვებით უნდა იყვნენ.სამწუხაროდ
მარტინ ატკინსონი არ იყო მართალი სამშაბათ საღამოს,ეს ყველაფერი კი
„იუნაიტედს" ძალიან ძვირად დაუჯდა.ერთსა და იგივე სიტუაციებში ატკინსონი
სხვადასხვა გადაწყვეტილებებს იღებდა,რაც მაღალი კლასის მსაჯისგან
დაუშვებელია."
„პირველ ტაიმში „მანჩესტერის" სასარგებლოდ არ
დაინიშნა პენალტი,როდესაც ჯონ ტერიმ ხელით ითამაშა.ტერის მოქმედება სუფთა
ჯარიმაა ფეხბურთის წესების მიხედვით.მაგრამ მსაჯმა სხვაგვარი
გადაწყვეტილება მიიღო."
„ასევე პენალტის ეპიზოდში სმოლინგი წესებს
ნამდვილად არ არღვევდა,ჟირკოვი მისი ფეხიდან თავად წაიქცა,კრისი უბრალოდ
იდგა,ატკინსონს იმ ეპიზოდში არანაირი წინაპირობა არ ჰქონია,რომ დაენიშნა
პენალტი.ეს იყო სწრაფი და საეჭვო გადაწყვეტილება."
„ნათელი ეპიზოდი იყო ბურთზე ბრძოლა დევიდ ლუიზსა და უეინ რუნის შორის,ლუიზი წესებს აშკარად და უხეშად არღვევდა."
„ასევე
იყო მომენტი,როდესაც ლუიზი მეოდნიდან გასაძევებელი იყო,მითუმეტეს რომ იგი
გაფრთხილებული უკვე იყო.ბოლო მომენტში კი როდესაც ვიდიჩი გააძევა
მოედნიდან,ჯარიმა იყო მაგრამ საჭირო იყო ადამიანობისა და ტოლერანტობის
გამოჩენა."-დაასრულა გრემ პოლმა.