არავისთვისაა ახალი, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის"
პორტუგალიელი გარემარბი ლუიშ ნანი თავისი გუნდისთვის უმნიშვნელოვანეს
ფეხბურთელად ითვლება. იგი მთელი სეზონის განმავლობაში შესაშურ ფორმაში
იმყოფება და უკვე ძნელად წარმოსადგენია "წითელი ეშმაკების" შეტევა ნანის
გარეშე. თავად ფეხბურთელი აცხადებს, რომ მისთვის მთავარი სეზონის დასკვნით
ნაწილში კარგი თამაშია და ამბობს, რომ არავის გაახსენდება "იუნაიტედის"
ასპარეზობა იმ შემთხვევაში, თუ კლუბი წარმატებას ვერ მოიპოვებს. ქვემოთ
შემოგთავაზებთ ექსკლუზიურ ინტერვიუს პორტუგალიელთან, რომელიც მას
ოფიციალურმა საიტმა Manutd.com-მა ჩამოართვა ...
შენ ბევრი გოლი გაიტანე და ამასთანავე ძალიან ბევრი საგოლე გადაცემა მიითვალე ამ სეზონში. კმაყოფილი ხარ შენი სათამაშო ფორმით?
მე
ძალიან ბედინერი ვარ, თუმცა მთავარი ისაა როგორ ჩავატარებ მე სეზონის ბოლო
და ყველაზე მნიშვნელოვან თამაშებს. ყველაფერი რასაც მე ეხლა გავაკეთებ,
ანუ შემდეგი თამაშიდან, აისახებ გუნდის შედეგზეც და იმედი მაქვს ჩვენ
შევძლებთ ტიტულების მოგებას. მე ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის და შევეცდები
კიდევ უფრო მოვუმატო დარჩენილ მატჩებში. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ,
ჩემი თამაში, როგორ კარგადაც არ უნდა ვითამაშო, არ იქნება ღირებული თუ ჩვენ
წელს წარმატებას ვერ მივაღწევთ. ზოგი მე გუნდის ლიდერად მთვლის, თუმცა
უნდა ავღნიშნო რომ კიდევ არსებობს თამაშის ასპექტები, რომელშიც მე უკეთესი
შემიძლია ვიყო. მე მინდა შევქმნა უფრო მეტი საგოლე სიტუაცია ჩემი
თანაგუნდელებისათვის და გავიტანო კიდევ მეტი გოლი.
რომელი უკეთესია – გოლის გატანა თუ საგოლე გადაცემის გაკეთება?
როდესაც
მე საგოლე პასს ვაკეთებ თავს ისევე ვგრძნობ, როგორც მაშინ როცა მე ბურთი
თავად გამაქვს. მთავარია ჩვენ გავიმარჯვოთ კონკრეტულ შეხვედრაში და
დავისაკუთროთ რაც შეიძლება მეტი თასი. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ
გაიტანს გოლებს ...
შენ ამ სეზონში 10 გოლი გაიტანე, აქედან 9 მარცხენა ფეხით. ეს ფენომენალური შედეგია ფეხბურთელისთვის, რომელიც მემარჯვენეა ...
როდესაც
პატარა ვიყავი დავდიოდი ადგილობრივ სტადიონზე, სადაც მარტო ვვარჯიშობდი.
ხშირი იყო შემთხვევა, როცა მე იქ მთელი დღე გამიტარებია და სწორედ იქიდან
მოყოლებული მე ისევე ვტვირთავდი მარცხენა ფეხს დარტმისას, როგორც
მარჯვენას. მე ძალიან ბევრი მაქ ნამუშევარი ამ კომპონენტზე და ეხლა როდესაც
ასეთ სტატისტიკურ მონაცემს ვუყურებ, ძალიან მეამაყება საკუთარი თავის.
შენ უმეტესად მარჯვენა ფლანგზე თამაშობდი ანტონიო ვალენსიას არყოფნაში. არის კი ნანისთვის ეს საყვარელი პოზიცია?
სიმართლე
გითხრათ, გადაჭრით რომელიმე ფლანგისთვის პრივილეგიის მინიჭება
გამიჭირდება. მე ორივე ფეხით ძალიან კარგად ვთამაშობ, შემიძლია მარცხენა
ფლანგიდან შევიწიო ცენტრისკენ და დავარტყა მარჯვენა ფეხით და ასევე
შემიძლია იგივეს გაკეთება საპირისპირო ფლანგიდან ისეთევე წარმატებით. ასე
რომ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ფლანგზე დამაყენებს მე
მწვრთნელი.
ესეიგი არ გაღელვებთ ის ფაქტი, რომ თუ ვალენსია აღიდგენს ძველებურ ფორმას თქვენ შეიძლება კვლავ მარცხენა ფლანგზე მოგიწიოთ თამაში?
ანტონიოს
დაბრუნება ძალიან წაადგება მთლიანად გუნდს, რადგან სეზონით ასეთ
გადამწყვეტ ფაზაში მისნაირი ფეხბურთელის ყოლა ნებისმიერი კლუბისათვის
მისწრებაა. იგი კიდევ უფრო გააძლიერებს "იუნაიტედის" შეტევის ხაზს. თუ
დავუკვირდებით, იყო მონაკვეთი როდესაც მე ერთადერთი ჯანმრთელი გარემარბი
ვიყავი გუნდში და თითქმის ყველა შეტევაში მე ვიღებდი მონაწილეობას. დიახ,
იმ პერიოდში მე ძალიან ბევრი საგოლე სიტუაცია შევქმენი, თუმცა მეორეს მხრივ
შეიძლება ყოფილიყო მომენტი, რომ მე თამაში არ წამსვლოდა და ამის გამო
გუნდი ზარალდებოდა. რაც უფრო მეტი კარგი ჩაწოდების და პასის გამკეთებელი
მოთამაშე იქნება გუნდში, მით უკეთესი შედეგი გვექნება ყველას ერთად. ამიტომ
მეც, თქვენთან ერთად, სულმოუთქმელად ველოდები ვალენსიას დაბრუნებას.
კიდევ ერთი ვინგერი – ჯი სუნ პარკი ახლოსაა დაბრუნებასთან. მას დეკემბრის მერე არ უთამაშია "იუნაიტედის" მაისურით ...
ჯის
ძალიან არ გაუმართლა, როდესაც "აზიის თასიდან" დაბრულებულმა ტრავმა
მიიღო. გუნდს იგი ძალიან სჭირდება, რადგან პარკი ძალიან ძლიერი
ფეხბურთელია. მას ასევე შეუძლია შეტევის გაძლიერება და ძალიან კარგად
გამოსდის დაცვაში თამაშიც. რა თქმა უნდა, მით უფრო კარგი გუნდი იქნება
"იუნატედი", როცა გრძელი სათადარიგო სკამი ეყოლება და თითოეულ ფეხბურთელს,
რომელიც 11–კაციან სასტარტო განაცხადში მოხვდება ეცოდინება, რომ სკამზე ზის
მისი თანაგუნდელი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში მისი სრულფასოვნად
შეცვლა შეუძლია. ასევე ამ შემთხვევაში იზრდება კონკურენცია, რაც ძალიან
კარგია ყველასთვის.
ჩვენი შეტევა ხოტბას იმსახურებს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს დაცვის ხაზიც ...
ჩვენი
დაცვის ხაზი უბრალოდ ფანტასტიკურია ამ სეზონში. მათი საიმოედო თამაში
ძალიან გვეხმარება შეტევის ხაზის ფეხბურთელებს, რადგან ვიცით, რომ ნაკლები
შანსია ბურთის გაშვების და ჩვენ უფრო მეტი თავისუფლება გვაქ.
რამდენი თასს მოიპოვებს "იუნაიტედი" ამ სეზონში?
დიდი
იმედი მაქვს რომ ყველას. ჩვენ პრემიერლიგის ერთპიროვნული ლიდერები ვართ და
ასევე კარგად ვასპარეზობთ ჩემპიონთა ლიგასა და ინგლისის თასზე.
შენ უკვე ორჯერ შეძელი პრემიერლიგის მოგება. ხომ არ განელებულა შენი სურვილი, რომ მესამედ გააკეთო იგივე ...
არა,
რას ბრძანებთ. ჩვენ ყოველთვის გვინდა პრემიერლიგის მოგება და
გამარჯვებისგან არასოდეს დავიღლებით. როდესაც შარშან სეზონი დასრულდა და მე
არდადეგებზე წავედი, პირველი კვირა სულ იმაზე ვდარდობდი, რომ ჩვენ
"ჩელსის" დავუთმეთ ტიტული. კიდევ კარგი, მაშინ მსოფლიო ჩემპიონათი
ახლოვდება და სხვა საფიქრალიც გამიჩნდა. წელს მე ვიცი, რომ მსოფლიო
ჩემპიონატი აღარ იქნება და ასევე ვიცი, რომ გრძელი ზაფხული იქნება, ამიტომ
ყველანაირად შევეცდები იგივე არ განმეორდეს. მე მინდა არდადეგებზე
გახარებული წავიდე, რადგან მეცოდინება რომ გუნდმა სულ ცოტა ერთი თასი მაინც
მოიგო.
და ბოლოს, ყველას აინტერესებს რატომ იცვამს ნანი საფეხბურთო ნასკებს უკუღმა?
(იცინის)
მე თქვენთან გულახდილი ვიქნები – პირველ ჯერზე მე შემთხვევით მომივიდა
ასე. ეს ახალი საფეხბურთო ეკიპირება იყო და არ ვიცოდი როგორ უნდა ჩამეცვა.
შემდეგ მე დავინახე, რომ ყველას ნასკი პირიქით ეცვა და Nike–ის ლოგო წინ
ქონდათ. მაგრამ როდესაც შემდეგი მატჩის დრო მოვიდა მე გავიფიქრე: "არა, მე
კვლავ იგივენაირად უნდა ჩავიცვა ნასკები". მას შემდეგ ეს ჩვეულება
ცრურწმენასად ჩამომიყალიბდა.
|