"ბაიერნის" სპორტული დირექტორი, კრისტიან ნერლინგერი კვლავ ოპტიმისტია და სჯერავს, რომ "ბაიერნი" შეძლებს ბუნდესლიგის ამჟანინდელ ლიდერთან, დორტმუნდის "ბორუსიასთან" 14 ქულიანი ჰანდიკაპის აღმოფხვრას და საბოლოოდ ჩემპიონობასაც მოიპოვებს.
ნერლინგერი: თუკი დორტმუნდს "ფეხი დაუცდება" ამ შეცდომას ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ. ჩვენ კვლავინდებურ გვჯერავს ჩემპიონობის. თუკი თქვენ თვალს ადევნებდით, თუ როგორ მონდომებით ვარჯიშობდა გუნდი ყატარში, მაშინ მიხვდებოდით, რომ ჩვენ გერმანიაში საუკეთესოები ვართ. ჩვენ არ ვაპირებთ კვლავ კრიზისში თავის ამოყოფას. ჩვენთვის აუცილებელია მეორე წრის გამარჯვებით დაწყებად ა მჯერავს, რომ ჩვენ ამას შევძლებთ." -განაცხადა ნერლინგერმა.